"ხომ არ ვეტყ­ო­დი, ძაღ­ლი გი­ზის მან­ქა­ნა­ში და ამი­ტომ მო­გი­ვი­და ავა­რი­ა-­მეთ­ქი"

"ხომ არ ვეტყ­ო­დი, ძაღ­ლი გი­ზის მან­ქა­ნა­ში და ამი­ტომ მო­გი­ვი­და ავა­რი­ა-­მეთ­ქი"

გა­სულ კვი­რას მომ­ღე­რალ ნი­ნო ჩხე­ი­ძის "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი და­ე­ჯა­ხა, რომ­ლის მძღო­ლიც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ავა­რი­ა­ში დამ­ნა­შა­ვედ აღი­ა­რა. მომ­ღერ­ლის მი­ერ მან­ქა­ნის შე­კე­თე­ბის მოთხ­ოვ­ნას კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. მა­თი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ დამ­ნა­შა­ვეს, რა თქმა უნ­და, ნი­ნოს მან­ქა­ნა უნ­და შე­ე­კე­თე­ბი­ნა, ნა­წი­ლის აზ­რით კი ჩხე­ი­ძეს ბევ­რი ფუ­ლი აქვს და მძღო­ლი უნ­და შე­ბრა­ლე­ბო­და. "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" სა­მარ­შრუ­ტო ტაქსის მძღო­ლი იპო­ვა. მან სა­კუ­თა­რი გვა­რი არ გაგ­ვიმ­ხი­ლა. თუმ­ცა გვითხ­რა, რომ აფ­ხა­ზე­თის ომ­ში იბ­რძო­და და დაჭ­რი­ლიც ყო­ფი­ლა. ვი­ნა­ი­დან ავა­რი­ის დროს სა­ჭეს­თან ნი­ნოს მე­ნე­ჯე­რი იჯ­და, მძღოლ­მა ჩვენ­გან გა­ი­გო, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც და­ე­ჯა­ხა, ნი­ნო ჩხე­ი­ძეს ეკუთ­ვნო­და.

ვა­ლი­კო, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლი:

- სა­ჭეს­თან მა­რი­ამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იჯ­და. ავა­რი­ის შემ­დეგ რომ გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან, წუ­წუ­ნი და­იწყ­ო: ვა­ი, ერ­თი წლის მან­ქა­ნააო და ა.შ. დამ­თავ­რდა ეგ ამ­ბა­ვი, ხე­ლოს­ნებ­თან ვი­ყა­ვით და ფუ­ლი გა­და­ვუ­ხა­დე. არ მინ­და მაგ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მე­რე ვინ­მე არ მო­მად­გეს. მე რა მეშ­ვე­ლე­ბა, ამით და­მიბ­რუნ­დე­ბა ეს ფუ­ლი?! რომ და­მიბ­რუნ­დეს, ვიტყ­ვი კი­დევ რა­ღა­ცას. ნი­ნო ჩხე­ი­ძემ წა­ი­ღო თუ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ეს რა­ში მა­ინ­ტე­რე­სებს. ო­რას ორ­მოც­და­ა­თი ლა­რი ჯა­რი­მაც და­მი­წე­რეს და პრე­ტენ­ზია რომ არ გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან - ესეც და­მა­წე­რი­ნეს. ერ­თა­დერ­თი, რა შე­ღა­ვა­თიც გა­მი­კე­თეს, ისა­ა, რომ "მარ­შრუტ­კა" სა­ჯა­რი­მო­ზე არ წა­იყ­ვა­ნეს. შვი­ლიშ­ვილს გე­ფი­ცე­ბი, არ შე­მი­ხე­დავს მძღო­ლის გვერ­დით ვინ იჯ­და. მე­ო­რე დღეს­ვე წა­ვე­დით ხე­ლოს­ნებ­თან. და­ვა­შა­ვე და უნ­და გა­ვა­კე­თო. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვინ იყო. ჯერ ცენ­ტრებ­ში ვი­ა­რეთ. იქ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლის გა­მოს­წო­რე­ბა რვა­ა­სი ლა­რი და­ა­ფა­სეს. მე­რე მე ვუთხ­ა­რი, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ხე­ლოს­ნოებ­ში წა­ვი­დეთ და იქ შე­ვა­ფა­სე­ბი­ნოთ­-მეთ­ქი. შე­ვა­ფა­სე­ბი­ნეთ და ნა­ხე­ვა­რი და­მიჯ­და, "კრი­ლო", "ში­ტო­კი", "დის­კი" - ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო.

- მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ავა­რია თქვე­ნი ბრა­ლი არ იყო?

- ვინც სა­ჭეს მარ­თავ­და, ის გო­გო­ნა რომ გად­მო­ვი­და ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, ძაღ­ლი ეჭი­რა ხელ­ში. მე ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, რი­გი დარ­ღვე­უ­ლი მქონ­და, ჩე­მი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი არა­ვინ იყო. ვა­რა­ზისხე­ვი­დან ამო­ვუხ­ვი­ე, ციმ­ცი­მა ჩავ­რთე და სხვა ზოლ­ში გა­დავ­დი­ო­დი. არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ იყო, ახ­ლა გა­ვი­გე თქვენ­გან. გავ­ჩუმ­დი, რად­გან ვერ და­ვამ­ტკი­ცებ­დი ჩემს სი­მარ­თლეს. რომ გად­მო­ვე­დი და ვნა­ხე ხა­ზი მქონ­და დარ­ღვე­უ­ლი, ვუთხ­ა­რი, არ გინ­და პატ­რუ­ლი, გა­და­ა­ყე­ნე-­მეთ­ქი, იმან ეგ­რე­ვე პატ­რულ­ში და­რე­კა და ორას ორ­მოც­და­ა­თი ლა­რი და­მა­ტე­ბით გა­და­ვი­ხა­დე. მა­გან თქვა, ვა­კი­დან პირ­და­პირ მოვ­დი­ო­დი მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე­ო. პირ­და­პირ თუ მო­დი­ო­და, მე­ო­რე რიგ­ში რა უნ­დო­და. მე­სა­მე ზოლ­ში იყო გად­მო­სუ­ლი. გად­მო­ვი­და ძაღ­ლით, ხომ არ ვეტყ­ო­დი, ძაღ­ლი გი­ზის მან­ქა­ნა­ში და ამი­ტომ მო­გი­ვი­და ავა­რი­ა-­მეთ­ქი.

ზაზა გიგაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება