ნინი დედალამაზიშვილი ქმარს დაშორდა

ნინი დედალამაზიშვილი ქმარს დაშორდა

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ნინი დედალამაზიშვილმა საზოგადოებაც და ახლობლებიც თავისი გათხოვებით გააკვირვა, ჯგუფ "მგზავრების" სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დამ არჩევანი ასევე მომღერალ კოტიკო ყიფიანზე შეაჩერა. 10 მარტს წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ელენე დაარქვეს, დაახლოებით წელიწადნახევრიანი თანაცხოვრების შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს ნინი ოჯახთან ერთად ზრდის პატარას, შეიცვალა იმიჯი, საკმაოდ კარგად გამოიყურება და აქტიურად მუშაობს კიდეც, რათა შვილს ყველანაირად რეალიზებული დედა ჰყავდეს.

- მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა გადავწყვიტე, რადგან წონაში საკმაოდ ბევრი მქონდა მომატებული, დავიწყე ვარჯიში, ჩავერთე ფიტნესში და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. ორსულობის მთელი ცხრა თვე მივუძღვენი ელენეს, ახლა კი დრო საკუთარი თავისთვისაც გამოვნახე. 18 კილო დავიკელი, იმდენად მივეჩვიე ვარჯიშს, რომ ეს ყველაფერი საქმეშიც მეხმარება, ბევრად უფრო მობილიზებულიც გავხდი და ენერგიულიც, სექტემბრიდან კი იოგით დავკავდები.

- გარდა ამისა, იმიჯიც შეიცვალე, თმა შეიღებე.

- ფერის შეცვლა ექსპერიმენტი იყო, მივედი სალონში თმის მოსაწესრიგებლად და ჩემი სტილისტი შემიჩნდა, ერთხელ მენდე ცხოვრებაში და თმა გაიღიავე, შენზე დიდი ხანია ღია ფერის თმას "ვხედავ" , თუ არ მოგეწონება ისევ შენს ფერზე შეგიღებავო. გამიჭირდა გარისკვა, მაგრამ დავთანხმდი, შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ჩემს მეგობრებსაც ძალიან მოეწონათ. ბოლო წლებია, სულ მოკლე თმას ვატარებ, მომბეზრდა და ახლა გაზრდა გადავწყვიტე, ამიტომ აქტიურად ვსარგებლობ ხალხური მეთოდებით და ვიკეთებ სხვადასხვა ნიღაბს, ამ საკითხზე უკვე დისერტაციის დაწერაც შემიძლია.

- ელენეზე მოგვიყევი მეტი, რა ხნისაა?

- 4 თვის, არაჩვეულებრივი გასაზრდელია, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, რადგან ყვე-ლა მეუბნებოდა, პირველი წელი გაგიჭირდება, უნდა გაუძლო უძილობასო და ა.შ. სიმართლე გითხრა, საერთოდ ვერ ვიგრძენი ასეთი რამ, იმიტომ რომ კარგად სძინავს, დილით იღვიძებს, არ ტირის, კარგ ხასიათზეა და ძალიან უპრეტენზიოა. ამასთანავე ყველა ჩემი დამხმარეა, ჩემებისთვის პირველი შვილიშვილია და გაგიჟებული არიან მასზე, ხანდახან მგონია, ელენე ჩემი დაა, ყველა მასზეა გადართული, ელენეს ეს სჭირდება, ელენეს ის უნდა. ციცი უკვე გეგმავს, როგორ სკოლაში უნდა ისწავლოს ელენემ, სად უნდა მიიღოს განათლება და ა.შ. დედაჩემსა და მამაჩემს მეორე სუნთქვა გაეხსნათ. გიგი ხომ საერთოდ გადარეულია, არადა, მას, როგორც კაცების უმრავლესობას, ჩვილი ბავშვების მიმართ ცოტა შიშნარევი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ძალიან უყვარს და კარგად ეთამაშება, ამბობს ხოლმე, შვილი რომ მეყოლება, ამაზე მეტად ვერ მეყვარებაო, როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცევა. როგორც კი ზაფხული დადგა, დაიწყო ფიქრი იმაზე, სად უნდა დაისვენოს ელენემ, მოკლედ, ამ პატარა არსებამ დიდი ხალისი შემოიტანა ოჯახში.

მოგეხსენებათ, გიგის მეუღლე, მარინა, ფოტოგრაფია, ფოტოსესიებს უწყობს ხოლმე ბავშვს და უნდა ნახო, კამერის გამოჩენისთანავე ელენე როგორ იპრანჭება, თითქოს მართლა იცოდეს, რაც ხდება, როგორც კი ხედავს, რომ უღებენ - იცინის, არტისტული მონაცემები აქვს. სავარაუდოდ, არტისტი გვეზრდება (იღიმის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება