იუნა შაფათავა - მე ქართველი ჩიჩოლინა ვარ და პრეზიდენტობასაც მართლა ვაპირებ!

იუნა შაფათავა - მე ქართველი ჩიჩოლინა ვარ და პრეზიდენტობასაც მართლა ვაპირებ!

ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, პრეზიდენტობის იმდენი მსურველი იყოს რამდენიც საქართველოშია. დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა მსახიობ იუნა შაფათავას განცხადება - მსახიობი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს.

- ძალიან გამიკვირდა, რომ ხალხში ასეთი რეაქცია გამოიწვია ჩემმა განცხადებამ. თუ დაგვიანებული არაა, მე მართლა ვაპირებ, რომ ჩემი კანდიდატურა დავარეგისტრირო. სიმართლე რომ ვთქვა, ამხელა აჟიოტაჟს არ მოველოდი და ვაღიარებ, რომ საინტერესო ყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატობა.

- 25 000 ათასი ხელმოწერის შეგროვება არ გაგიჭირდება?

- მე ვფიქრობ, არა, რადგან 5000 მეგობარი და პოტენციური მხარდამჭერი მარტო "ფეისბუქზე" მყავს და ისედაც არ მაკლია კეთილისმსურველები.

- როგორ ფიქრობ, რამდენად შესაძლებელია, რომ საზღვარგარეთ შენნაირი სტილის ადამიანი გახდეს პრეზიდენტი?

- სხვათაშორის, დედაჩემი დილიდან მეუბნება, რომ მე ქართველი ჩიჩოლინა ვარ, თუმცა ამატებს, რომ ის იტალიაში იყო პარლამენტარი, მაგრამ საქართველო ხომ ევროპაა? დამიჯერეთ, ბევრად უფრო კეთილ საქმეებს გავაკეთებ ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები აკეთებენ. თანაც ის სცენები, სადაც მე ვთამაშობ, არცერთი არაა ეროტიული სცენა, კინოს და სცენის თვალსაზრისით ესაა ხელოვნება. ჩემთვის ეროტიკა ჩვენი პოლიტიკაა.

- შოთა კალანდაძემ ინტრევიუში თქვა, რომ მის ერთ-ერთ ფილმში არის სცენა, სადაც შენს გმირს, 4 მამაკაცი აუპატიურებს. ეს არაა ეროტიკა?

- ერთ რამეს გეტყვით: არც შოთა კალანდაძეა რეჟისორი და არც მისი ქმნილებებია შედევრები, ასე რომ კალანდაძე რას იტყვის, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება