ეგვიპტეში ყველაზე მეტად დარტყმის ქვეშ ქრისტიანები აღმოჩნდნენ

ეგვიპტეში ყველაზე მეტად დარტყმის ქვეშ ქრისტიანები აღმოჩნდნენ

ეგვიპტეში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ყველაზე მეტად დარტყმის ქვეშ ადგილობრივი ქრისტიანები აღმოჩნდნენ.

უცხოური მედიის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ისლამისტებმა რამდენიმე ანტიქრისტიანული დარბევა განახორციელეს. ისინი თავს დაესხნენ ათობით ეკლესიას და ქრისტიანული უმცირესობის წარმომადგენელთა საწარმოებს. კერძოდ, ფრანცისკანული სკოლის გადაწვის შემდეგ, ეგვიპტელებმა სამი მონაზონი "სამხედრო ტყვეების" მსგავსად ქუჩაში ჩაატარეს, რომლებსაც თავშესაფარი ადგილობრივმა მუსლიმმა ქალბატონებმა შესთავაზეს. კიდევ ორი ქალბატონი, რომელიც ამ სკოლაში მუშაობდა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.

დამხობილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეებმა შეტევა 60-ზე მეტ ქრისტიანულ ეკლესიაზე განახორციელეს. ეკლესიები გაძარცვული და გადამწვარია. გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტიანთა დარბევით "ძმები-მუსლიმები" შურისძიებას ახორციელებენ კოპტური ეკლესიის პატრიარქის, თეოდორე მეორის წინააღმდეგ, რომელმაც მხარი დაუჭირა სამხედროების პუტჩსა და პრეზიდენტ მურსის ჩამოგდებას.

ეგვიპტის 84 მილიონიან სახელმწიფოში ქრისტიანთა რაოდენობა 10 პროცენტს შეადგენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა