შერონ სტოუნი და სოფია ვერგარა ლესბოსელ წყვილს განასახირებენ

შერონ სტოუნი და სოფია ვერგარა ლესბოსელ წყვილს განასახირებენ

ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი სოფია ვერგარა და შერონ სტოუნი ახალ ფილმში (Fading Gigolo) ლესბოსელ წყვილს განასახირებენ. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, სოფია დიასახლისია, შერონი კი - დერმატოლოგი. ქალბატონები ორგიის მოსაწყობად ჟიგოლოს იძახებენ, რომელსაც მაცდურ ფორმაში გამოწყობილნი ხვდებიან.

სურათში ერთ-ერთ როლს ცნობილი რეჟისორი ვუდი ალენი ასრულებს - იგი მისი უფულო მეგობრის სუტენიორია. ალენის გმირი თანდათან მეგობრის "მენეჯერი" ხდება და პარტნიორისთვის კლიენტების მოძიებას იწყებს.

ალფონსს ფილმში ჯონ ტურტურო განასახიერებს, რომელიც ამავდროულად პროექტის რეჟისორი და სცენარის ავტორია. სცენარის თანახმად, ტურტუროს გმირი საკუთარი სხეულით ვაჭრობს, რათა ბანკის ვალი გაისტუმროს.

ფილმში მონაწილეობს ასევე ფრანგი მსახიობი, ვანესა პარადი. სურათის პრემიერა 2013 წელს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება