ეტან ჰოუკი: "ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოთხი შვილია"

ეტან ჰოუკი: "ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოთხი შვილია"

პოპულარობა მასთან "მკვდარი პოეტების საზოგადოებით" მოვიდა, მერე კი ორი "ოსკარი" მიიღო მეორეხარისხოვანი როლისთვის ("საცდელი დღე") და სცენარის თანაავტორობისთვის ("გათენებამდე"). მისი ცოლი უმა თურმანი იყო, რომელმაც ორი შვილი გაუჩინა, დღეს მის გვერდით რაიან შოჰიუზია, რომელმაც ასევე გაუჩინა შვილები. ბოლო პერიოდში ეტანი ბევრს მუშაობს თეატრში, დროდადრო კი კინოშიც ჩნდება. წელს სამი პრემიერა ჰქონდა: "შუაღამემდე", ტრილერი "განსჯის ღამე" და ბოევიკი "გავიქეცით!"

- ბოლო დროს გარეგნობა შეიცვალეთ?

- დევიდ ბოუის ვბაძავ. ბროდვეიზე დადგმაზე ვმუშაობ, სადაც 1990-იანების როკერების სტილში უნდა მოვიფიქრო სახე. ბოუის სტილი შესაფერისი მომეჩვენა.

- 1990-იანების შუალედში ითამაშეთ რომანტიკულ ფილმში "გათენებამდე". წელს ამ სურათის მესამე ნაწილი გამოვიდა. ალბათ უკვე სიყვარულის ექსპერტი ხართ?

- მხოლოდ იდიოტები თუ ჩათვლიან თავს სიყვარულის ექსპერტად. ამ თემაზე რჩევების დარიგება უბრალოდ სასაცილოა.

- თქვენთვის რა არის სიყვარული?

- როცა ოცი წლის ვიყავი, ნამდვილ სიყვარულზე ვოცნებობდი და რამდენჯერმე გავმიჯნურდი. ოცდაათისას მეგონა, რომ სიყვარული საცაა მოვიდოდა, მაგრამ უფრო ვიტანჯებოდი, ვიდრე მიყვარდა. დღეს, როცა 40 წლის ვარ, ვხვდები, რომ სიყვარული არის ოცნებები, ტანჯვა, შეყვარებულობა, განცდები და ბოლოს, სურვილი, სიცოცხლის ბოლომდე იყო იმ ერთადერთ ადამიანთან, მიუხედავად ყველა ნაკლოვანებისა და სისუსტისა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება