"19 აგვისტოს აბაშიძეებში დიდი ნადიმი იმართება"

"19 აგვისტოს აბაშიძეებში დიდი ნადიმი იმართება"

დღეს 19 აგვისტოა და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული ფერიცვალება აღინიშნება... ამ დღეს უფალი მოწაფეებთან ერთად, თაბორის მთაზე სალოცავად ავიდა. სანამ ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ უფალს ფერი ეცვალა. მან ამ ფერიცვალებით მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება.

ამ დღეს ქრისტიანულ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღესრულება. მორწმუნე მრევლი მიდის ტაძარში. ფერიცვალებას, წირვის შემდეგ ხილი იკურთხება. ამბობენ, 19 აგვისტოს შემდეგ ბუნებაც იცვლება და ტემპერატურის ცვალებდობაც შესამჩნევი ხდებაო.

მართალია, სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს გრილი ზაფხულია, მაგრამ ბუნებამ, რომ ფერი მართლაც იცვალა, ეს დილიდანვე ირგძნობა.

"ამბები.გე" რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაუკავშირდა. საინტერესოა, ამ დღეს ვის როგორი რიტუალი აქვს და როგორ აღნიშნავს ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.

თაკო აბაშიძე, მსახიობი:

- ბავშვობიდან მიყვარს ეს დღე, მაგრამ განსაკუთრებულად კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ 19 აგვისტოს ჩემი ძმაა დაბადებული. 4 წლის წინ, 19 აგვისტოს ჩემმა ძმამ იქორწინა და ოჯახში არაჩვეუელებრივი რძალი - ნატალია შემოგვივიდა. მოკლედ, 19 რიცხვი მათი ბედნიერი ქორწინებითაც გამყარდა. ასე რომ, ამ დღეს აბაშიძეებში დიდი ნადიმი იმართება ხოლმე.

ისე, ფერიცვალებას დაკვირვებული ვარ, ამინდიც იცვლება ხოლმე - რაღაც ზღვარი ივლება ზაფხული-შემოდგომის მიჯნაზე...

ახლა აგარაკზე, მუხათწყაროში ვარ. დილას ბავშვების გამო წირვაზე წასვლა ვერ მოვახერხე. თუმცა აქვე არის ძველი ტაძარი, რომელიც ცოტა ხნის წინ აღდგა, სადაც მოგვიანებით წავალ, სანთელს დავანთებ. დღეს ხილიც იკურთხება, ვიცი, რომ ყურძენი 19 აგვისტომდე, სანამ არ იკურთხება, არ უნდა გაისინჯოს...

აჩიკო ნიჟარაძე, მომღერალი:

- ახლა სამსახურში ვარ, ეკლესიაში მისვლა ჯერ ვერ მოვახერხე, თუმცა დღის ბოლომდე, აუცილებლად მივალ და სანთლებს დავანთებ. მეტი ამ დღეს არანაირი რიტუალი არ მაქვს. რელიგიურ დღესასწაულბზე ყველანაირი რიტუალს უმეტესად ბებია ასრულებს ხოლმე...

ხატია სიჭინავა, ტელეწამყვანი:

- შეიძლება აქტიურად ვერ დავდივარ ტაძარში, მაგრამ მე ჩემი პატარა ეკლესია გულში მაქვს მოთავსებული. მჯერა უფლის და მწამს, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ღმერთი ჩემთან არის. მუდმივად მივმართავ და ველაპარაკები უშუალოდ მას და ამიტომ ჩემთვის მისი ყველა დღესასწაული დიდი ზეიმია!

ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ტაძარში ზიარებაზე მისვლა. განსაკუთრებულად უფროსს მოსწონს, როდესაც ზიარების შემდეგ სეფისკვერს ურიგებენ. რელიგიურ დღესასწაულზე თუ ტაძარში ვერ მივდივარ, სანთლებს სახლში ვანთებ. განსაკუთრებით მიყვრას ბავშვების ნათლობისა და ჩვენი ჯვრისწერის სანთლების ანთება.

დღეს ფერიცვალებაა და დიდი სურვილი მაქვს, ნებისნიერი ადამიანის გულსა და სულში დაესადგურებინოს სიკეთეს. ბოროტება ყველაშია, მაგრამ უნდა შევძლოთ მისი დათრგუნვა, რომ გასაქანი არ მიეცეს მის გარეთ გადმონთხევას. მოკლედ, ბოროტს არ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენს გულში დაისადგუროს. ყველა ქართველის სულში მომხდარიყოს სულიერი ფერიცვალება.

მე ვცდილობ, მტერს ბოროტებით არ ვუპასუხო, რადგადაც ამით მან ჩემში ფრთები არ გაშალოს.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება