ინტერნეტში ფილმ "ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი 2"-ში როლი თამაშდება

ინტერნეტში ფილმ "ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი 2"-ში როლი თამაშდება

რეჟისორებმა პიტერ და ბობი ფარელებმა დაანონსეს კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც ფილმ "ჩლუნგი და ჩლუნგზე  უფრო ჩლუნგი 2"-ში ეპიზოდურ როლს მიიღებს. მონაწილეებმა მოკლე ვიდეორგოლი უნდა გადაიღონ, რომელშიც კომედიის ეპიზოდები იქნება ნაჩვენები. შემდეგ კლიპი სერვის Vine-ზე უნდა აიტვირთოს. ნამუშევრების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ კი ძმები ფარელები თავად შეარჩევენ გამარჯვებულს.

ძმები ფარელების ფილმი "ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი" კინოეკრანებზე 1994 წელს გამოვიდა. მთავარი გმირები ფილმში ჯეფ დენიელსმა და ჯიმ ქერიმ შეასრულეს. ქერისთვის ეს ერთ-ერთი პირველი მთავარი როლი იყო კინოში. 17 მილიონიანი ბიუჯეტით ფილმმა კინოგაქირავებაში 247 მლნ დოლარი მოაგროვა.

ამჟამად, კომპანია Red Granite ფილმის გაგრძელების გადაღებას გეგმავს. გადაღებები შესაძლოა, სექტემბრიდან დაიწყოს. სურათს კვლავ ძმები ფარელები გადაიღებენ. ფილმის პრემიერა 2014 წელს გაიმართება და პირველი სურათის გამოსვლის მე-20 წლისთავს მიეძღვნება.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება