ჩინეთში 91 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში 91 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 91 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 111 ადამიანი. ქვეყნის ოთხი პროვინციიდან კი 840 ათასი მაცხოვრებელია ევაკუირებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 8 მილიონამდე აღწევს.

"ბიბისის" ინფორმაციით, წყალდიდობის გამო რამდენიმე პროვინციაში გათიშულია ელექტროენერგია, პარალიზებულია სარკინიგზო და საგზაო მიმოსვლა.

დაზარალებულებს დახმარებას 3 ათასამდე მაშველი უწევს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა