კეიტ მოსი სანაპიროზე შიშველ კაცებს ფოტოებს უღებს

კეიტ მოსი სანაპიროზე შიშველ კაცებს ფოტოებს უღებს

39 წლის სუპერმოდელი კეიტ მოსი ექცენტრული ქცევით არის ცნობილი, მოდელმა ამჯერად ფორმენტერას კუნძულზე "გამოიჩინა თავი", სადაც მეგობრებთან ერთად ისვენებს.

პაპარაცებმა კეიტი მაშინ გამოიჭირეს, როდესაც შიშველ მამაკაცს ფოტოებს უღებდა. გოგონები პლაჟზე ირუჯებოდნენ, მოულოდნელად მათ სიახლოვეს მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც ქვედა ტანი პირსახოცით ჰქონდა დაფარული. სუპერმოდელმა კაცს ფოტო გადაუღო. როგორც ჩანს, მამაკაცი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელის ყურადღებამ გაათამამა და გოგონების თვალწინ სრულიად გაშიშვლდა.

პაპარაცების თქმით, კეიტმა უცნობს ნამდვილი ფოტოსესია მოუწყო - გოგონებმა ამ ამბით კარგად იხალისეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება