ეტორე სკოლას ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

ეტორე სკოლას ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

ვეტერან იტალიელ რეჟისორს, ეტორე სკოლას ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ. ამის  შესახებ deadline.com წერს. 

დაჯილდოების ცერემონია 6 სექტემბერს გაიმართება. ეს დღე ფესტივალზე ფედერიკო ფელინის ეძღვნება. ამავე დღეს გაიმართება სკოლას ბოლო ფილმის "რა უცნაურია გერქვას ფედერიკო" (Che Strano Chiamarsi Federico!) პრემიერა. ფილმში გამოყენებულია საარქივო მასალები და დადგმული სცენები, სადაც რეჟისორი ფელინისთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებას გადმოსცემს.

ტრადიციულად, ვენეციის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა ადამიანს, რომელსაც თანამედროვე კინოს განვითარებაში წვლილი აქვს შეტანილი. გასულ წელს ეს ჯილდო ამერიკელმა კინორეჟისორმა სპაიკ ლიმ მიიღო.

უკანასკნელად სკოლამ ვენეციის კინოფესტივალის "ოქროს ლომი" 1995 წელს მიიღო ფილმისთვის Romanzo Di Un Giovane Povero. ასევე, რეჟისორს აღებული აქვს 4 ოსკარი და კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმის რტო".

მომზადებულია deadline.com - ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება