დიანა ღურწკაია სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება

დიანა ღურწკაია სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია "სოჭი-2014"-ის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას.  უსინათლო მომღერალი რამდენიმე ასეული ათასი ადამიანიდან აარჩიეს, იგი 14 000 წევრისგან შემდგარ საპატიო გუნდში მოხვდა, რომელსაც თამაშების დაწყებამდე ოლიმპიური ცეცხლის ტარების უფლებას ანდობენ.

ჯერჯერობით ესტაფეტის დაწყების დღე და მისი მარშრუტი გასაიდუმლოებულია. მიუხედავად ამისა, გაირკვა, რომ ერთ-ერთი დედაქალაქი, სადაც მასშტაბური ესტაფეტა გაივლის გროზნო იქნება. სწორედ იქ მოუწევს ღურწკაიას ცეცხლის ტარება.

თავად დიანასთვის ამბავი სიურპრიზი აღმოჩნდა. დაბადებიდან უსინათლო მომღერალს ჩირაღდნით ხელში სირბილში მოხალისეები დაეხმარებიან. მიუხედავად დასახული მიზნის სირთულისა, ღურწკაია გახარებულია, რომ ეს საპატიო უფლება სწორედ მას ერგო.

"ოლიმპიური კომიტეტიდან მაშინ დამირეკეს, როდესაც ოჯახთან ერთად საბერძნეთში ვისვენებდი, ძალიან გამიხარდა, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე ძველი ელადას სული შევიგრძენი, რადგან სწორედ ოლიმპიაში აინთო ოლიმპიური ცეცხლი", - ამბობს დიანა.

მომღერალი და აქტიური საზოგადო მოღვაწე ოლიმპიურ მოძრაობაში მონაწილეობას პირველად არ იღებს. 2010 წელს ღურწკაია რუს პარაოლიმპიელებს ამხნევებდა და ვანკუვერში ოლიმპიადის დახურვაზე მღეროდა.

მომზადებულია Heat.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება