ბათუმი ლიანა ისაკაძის "ღამის სერენადებს" უმასპინძლებს

ბათუმი ლიანა ისაკაძის "ღამის სერენადებს" უმასპინძლებს

ბათუმი ლიანა ისაკაძის "ღამის სერენადებს" უმასპინძლებს. ლიანა ისაკაძის სახელობის ფონდსა და საქართველოს კულტურის პალატას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მუსიკალური შეხვედრები, სახელწოდებით "ღამის სერენადები" სწორედ კულტურის პალატის ორგანიზებით გაიმართება.

როგორც "ამბები.გე"-ს საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, ლიანა ისაკაძის "ღამის სერენადები" 24 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის ახლადგახსნილ მუსიკალურ დარბაზში გაიმართება.

თავად ლიანა ისაკაძე საფრანგეთიდან თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდება, შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრება.

"ღამის სერენადებში" მონაწილეობის მისაღებად ბათუში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ჩამოვლენ, რომელთა ვინაობა ცნობილი ხვალ გახდება.

"ღამის სერენადებზე" დასწრება ბილეთების საშუალებით მოხდება, რომლის შეძენა ბათუმის დრამატულ თეატრშია შესაძლებელი.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება