"მსახიობებთან დამოკიდებულებას თუ არ შეცვლიან და ტონს არ შეარბილებენ, არც "ალი და თეო" მინდა და არც "ბაში-აჩუკი"

"მსახიობებთან დამოკიდებულებას თუ არ შეცვლიან და ტონს არ შეარბილებენ, არც "ალი და თეო" მინდა და არც "ბაში-აჩუკი"

მსახიობი ზუზუ, იგივე ზაზა ბეჟაშვილი ცოტა ხნის წინ ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ აზერბაიჯანულ-ქართულ სერიალში - "ალი და თეო" იღებდნენ... ზუზუს სერიალებსა და კინოში მუშაობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მასთან საუბარი სწორედ ამ თემებზე გადავწყვიტეთ, მაგრამ ხელში ოდნავ განაწყენებული მსახიობი შეგვრჩა, რომელიც აზერბაიჯანულ-ქართულ პროექტზე მუშაობისას ერთ უსიამოვნო ფაქტს გაუღიზიანებია...

- ზუზუ, "ჩემი ცოლის დაქალებში" მუშაობდი... კიდევ რომელ სერიალში ყოფილხარ საქართველოში დაკავებული?

- არც ერთ სერიალში არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით "დეტექტივებს", სადაც 2 სერიაში გადამიღეს, იქ მანიაკის როლი მქონდა. მაშინ ჩავთვალე, რომ კინოგადაღებაზე ვიყავი და ის მანიაკის როლი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო პერსონაჟს განვასახიერებდი. ისე, სხვა სერიალებიდანაც მქონია შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და უარის თქმა მიწევდა, რადგანაც კინოგადაღებებით ვიყავი დაკავებული და, საბედნიეროდ, არც მეცალა სერიალებისთვის. პროფესიიდან გამომდინარე, უცხოეთში ხშირად დავდიოდი, თუმცა ამ მხრივ არც ჩვენთან მომიწყენია. გამიმართლა - მეორე კურსიდან კინოში ვარ...

- მაგრამ ყველა კინო ხომ კინო არ არის?

- რა თქმა უნდა, არსებობს კარგი და ცუდი კინო, ისევე როგორც, კარგი და ცუდი სერიალი... მოკლედ, რაც უნდა უცნაური იყოს, კინომ უფრო გამათამამა, ვიდრე სერიალმა და, საბედნიეროდ, ისევ ჩემთვის.

- როგორ ფიქრობ, სად გადის ზღვარი კარგსა და ცუდ სერიალსა თუ კინოს შორის (ქართულ პროდუქციას ვგულისხმობ)?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამბავი, თუ რაზეა ესა თუ ის ნამუშევარი აგებული. ჩვენთან უმეტესად, ჯერ გადაღებას იწყებენ და მერე ფიქრობენ და არკვევენ, რაზე გადაიღონ. არადა, ჯერ ხომ უნდა გაწუხებდეს რაღაც, რომ მერე მოგინდეს იმის გინდ ფილმად გადაქცევა და გინდაც - ნახატად, წიგნად, სერიალად... შემდეგ უკვე საქმისადმი დამოკიდებულებაა და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც თავის საქმეში კარგად ერკვევა. ჩემი აზრით, ეს არის ყველაფრის ზღვარიც და საზღვარიც.

- "ჩემი ცოლის დაქალები" კი არის პოპულარული ტელესერიალი, მაგრამ როგორ გგონია, ხარისხი განსაზღვრავს მის პოპულარობას?

- იცი, რას მივხვდი? შემოქმედებითად რაც უფრო მაღალ საფეხურზეა ესა თუ ის პროექტი, ნაკლები ამბიციები აწუხებთ იქ ადამიანებს, მთლიანად საქმეზე არიან გადართულები. ასე რომ, იქ დამოკიდებულებაც შესაბამისია, ანაზღაურებაც და მუშაობაც სასიამოვნოა. რაც შეეხება "ჩემი ცოლის დაქალებს", მასზე ასეთი აზრი მაქვს: ძალიან კარგი სერიალია. არაფრის ჩხირკედელაობას და გამოძიებას არ დავიწყებ, მხოლოდ ჩემს სუბიექტურ აზრს ვიტყვი: - მეჩვენება, რომ პირველი 2 სეზონი უკეთესი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ იქ მაშინ ჩემი გმირი აქტიურობდა. არა, უბრალოდ, ასე მგონია და არც ეს არის სერიალისთვის ტრაგედია, რადგანაც ყოველთვის არსებობს დრო ხარვეზის გამოსწორებისთვის.

რაც შემეხება მე, ვფიქრობ, რომ ჩემი როლი არც ისე ცუდად გაკეთდა.

- დღეს რატომ აღარ ხარ იქ?

- ამ კითხვით ალბათ სცენარისტს უნდა მიმართოთ. სერიალში წინა პლანზე ბაბულიკებმა წამოიწიეს, - ამას იუმორით ვამბობ, თორემ ბაბულიკებიც ჩემი მეგობრები არიან. ქეთი დევდარიანიც (სცენარის ავტორი), მაგარი გოგოა და ყველას წარმატებას ვუსურვებ, ჩემს თავს კი - ბევრ საინტერესო პროექტში მონაწილეობას.

- რას გვეტყვი იმ აზერბაიჯანულ-ქართულ პროექტზე - სერიალ "ალი და თეოზე", რომელშიც ახლა გიღებენ? მოგწონს?

- ჯერ ვერ მოვასწარი მოწონება არმოწონება, ვინაიდან სცენარი მთლიანად არ მაქვს წაკითხული. მასში ჩემი შესვლა უეცრად გადაწყდა. ამ გმირზე ჩემამდე სხვა მუშაობდა. მოკლედ, ის ჩემით შეცვალეს. თავიდან ტექტების დაზეპირების დიდი პრობლემა მქონდა. თანაც, წინა დღით მიგზავნიდნენ... მერე იქ უხასიათო პროდიუსერთან რაღაც არასასიამოვნო ნიუანსი მოხდა. ამასთან, უხასიათოებთან კარგი ხასიათით არც მე გამოვირჩევი და...

მგონია, რომ ყველაფერს მაინც საღი და ჯანსაღი ურთიერთობები განსაზღვრავს, რაზეც უკვე ვილაპარაკე. სადაც ამის დეფიციტია, იქ ჩემი ადგილიც არ არის... ამიტომ, ამ პროექტზე ვერც ცუდს ვიტყვი და ვერც კარგს. მოკლედ, ვერ მივხვდი, რა ხდება.

- ახლა წარსულში რომ გადავინაცვლოთ და ვილაპარაკოთ ფილმებზე, რომლებშიც მონაწილეობდი და წარმატებები გქონია, პრიზი გადმოუციათ...

- სულ 9 მხატვრულ ფილმში ვარ გადაღებული. შეიძლება, ეს დიდი ფილმოგრაფია არ არის, მაგრამ, ჩვენს დროში, არც ცოტაა. აქედან 3 ნამუშევარი კინოფირზეა გადაღებული (ნამდვილ კინოზე მაქვს ლაპარაკი). ამას რომ ვამბობ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მოწიწებით უნდა მელაპარაკონ, მაგრამ მსახიობებთან ცოტა დამოკიდებულებას თუ არ შეცვლიან და ტონს არ შეარბილებენ, არც "ალი და თეო" მინდა და არც "ბაში-აჩუკი"... აქვე ვიტყვი, რომ თავს არასდროს ვიმართლებ.

- ხომ არ დატოვე კიდეც პროექტი?

- საერთოდ, ჩემ გამო გადაღება არასდროს ჩაშლილა და არც ერთ რეჟისორს თუ პროდუსერს უკმაყოფილება არ გამოუხატავს. არც ჩემი ნამუშევრით დარჩენილა ვინმე გაწბილებული. მაგრამ რატომღაც ჩემზე გამიგია, რომ უთქვამთ, - მძიმეაო. ამას ის ხალხი ამბობს, ვისაც ჰგონია, თუ უხეში ტონით დაგელაპარაკებიან, ამით მიგანიშნებენ, რომ პროდუსერები არიან! ჰოდა, მეც ვახვედრებ იქვე, რომ მე მსხიობი ვარ!

მოკლედ, მეტ დაფასებასა და პატივისცემას ვუსურვებ ნებისმიერ ადამიანს თავის სფეროში.

აღნიშნული სერიალისვის უკვე გადაღებულია ჩემი გმირი და რაღაცები დასამთავრებელია, რომ ხაზი არ დაირღვეს. რა თქმა უნდა, ამაში ხელს არავის შევუშლი და მივალ თუ საჭიროდ ჩათვლიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვგიჟდები ისე მინდა იქ მისვლა.

- შენი პრეტენზია ქართველ თუ აზერბაიჯანელ პროდიუსერს ეხება?

- სამწუხაროდ, ქართველ პროდიუსერს... თან, ძალიან ელემენტარული შეეშალა... მაგრამ ყველაფერი ხომ ნიუანსებისგან შედგება?… თორემ თვითონ ჯგუფი არ არის ცუდი და არც ის პროდიუსერი, რომელსაც მართლა პატივს ვცემ. ყველას კარგი ურთიერთობა აგვეწყო, რეჟისორ ლევან კიტიასთან და გადამღებ ჯგუფთანაც.

- იმ პრიზზე გვიამბე, რომელიც მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადმოგცეს...

- კი, პრიზი ერთი მაქვს და ძალიან მაგარი - 2010 წელს, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოქროს აფროდიტე" გადმომეცა ფილმისთვის "განყოფილება". იმ ფესტივალზე 140 ევროპული კინო მონაწილეობდა და სულ ევროპული ნამუშევრები იყო წარდგენილი. ვინ იცის, იმ ნამუშევრებში რამდენი მსახიობი იყო დაკავებული და გადაღებული, მაგრამ მიხარია, რომ ის პრიზი მხოლოდ მე გადმომცეს. რამაც სტიმული მომცა იმისა, რომ ამ საქმეში ვიყო და მივხვდი, რა არის პროფესიული ბედნიერება. ისიც აზერბაიჯანულ-ქართული პროექტი გახლდათ, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი მრავალეროვანი (რუსები, ფრანგები, აზერბაიჯანელები) იყო, ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. რეჟისორი ილგარ საფატი სულ ერთ რამეს მთხოვდა, სერიალებში არ ითამაშოო (იმ პერიოდისთვის ჯერ არ მქონდა ნათამაშევი). ახლა მან ბაქოში იმ სერიალში მიხილა, ალბათ მისგან ზარს უნდა ველოდო, მაგრამ სერიალებს არ უყურებს და მგონი, გადავრჩები.

- იმ პრიზს სანაცვლოდ ფულადი ჯილდო თუ მოჰყვა?

- პრიზს ფული არ მოუტანია, მაგრამ დიდი სიხარული კი მომიტანა. ფილმის ჰონორარი კი საკმაოდ კარგი იყო (ყოველ შემთხვევაში, ქართველი მსახიობისთვის).

- ახლა რას ელოდები? არის რაიმე საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- მას შემდეგ არაერთ პროექტზე ვიმუშავე და ცოტა ხანში კიდევ ველოდები ჩემთვის საინტერესო პროექტს. მინდა, რომ კიდევ ერთხელ, ცოტა "კარგში ჩამეტიოს ფეხი".

ისე კი, მგონია, რომ ერთ ოთახშიც შეიძლება ღირებული კინოს გაკეთება. მოკლედ, ყოველთვის მზად ვარ მუშაობისთვის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება