მარია შარაპოვა გვარს შეიცვლის

მარია შარაპოვა გვარს შეიცვლის

ჩოგბურთელი მარია შარაპოვა აპირებს გვარი დროებით შეიცვალოს და Sugarpova გახდეს. ვისაც ტკბილეული უყვარს, ეცოდინება, რომ Sugarpova კანფეტების ბრენდის სახელია, რომელიც შარაპოვამ გამოუშვა.

მარია ისე გაიტაცა საკონდიტრო ბიზნესმა, რომ მზადაა თავისი კანფეტები ჩოგბურთის კორტებზეც გააპიაროს. ის სწორედ ამ ახალი გვარით გამოვა აშშ-ის ღია ჩემპიონატზე.

გვარის დროებით შეცვლისთვის მარიამ ფლორიდის შტატის უზენაეს სასამართლოს უნდა მიმართოს და ტურნირის ხელმძღვანელობისგან თანხმობა მიიღოს.

აშშ-ის ღია ჩემპიონატი ნიუ-იორკში 26 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე იმართება.

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება