45 წლის კარლა ბრუნი დილას "გასახდომი" ცურვით იწყებს

45 წლის კარლა ბრუნი დილას "გასახდომი" ცურვით იწყებს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი და მისი წლინახევრის ქალიშვილი ჯულია ზაფხულის არდადეგებს საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე ატარებენ. ნიკოლა სარკოზიმ და მისმა მეუღლემ მარსელთან ახლოს მდებარე ქვიანი სანაპიროს ნაწილი დიდი ხანია შეიყვარეს, სადაც მათ ვილა აქვთ. გასაკვირი არაა, რომ კარლა ყოველ დილას გამამხნევებელი ცურვით იწყებს.

ყოფილი მოდელის დილის ცურვას ფნარგი ფოტოგრაფები შეესწრნენ. იისფერ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ბრუნი ცივ წყალში შეცურდა და წყლიდან გამოსვლას არ ჩქარობდა. ბრუნის ახლობლების თქმით, ყოფილი მოდელი საკუთარ სხეულზე მუდმივად ზრუნავს - ყოველდღიური ცურვა მისი ფიტნეს-პროგრამის ნაწილია. დილის ცურვა კარლას ტონუსის შენარჩუნებასა და ზედმეტი კილოგრამების დაწვაში ეხმარება. შედეგი სახეზეა: 45 წლის ბრუნი ასაკზე გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.

კარლა ბრუნი გასული საუკუნის ბოლოს პოდიუმზე ბრწყინავდა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მოდელი იყო. იგი წამყვანი მოდის სახლების ჩვენებებში მონაწილეობდა, მათ შორის Chanel-ის, Christian Dior-ის და Yves Saint Laurent-ის. ბრუნიმ მოდელის კარიერა 1997 წელს მიატოვა და მუსიკაზე გადაერთო. 10 წლის შემდეგ მან ეს სფეროც მიატოვა და ცოლად საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის გაჰყვა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება