ლედი გაგამ დღის განმავლობაში 4 კოსტუმი გამოიცვალა

ლედი გაგამ დღის განმავლობაში 4 კოსტუმი გამოიცვალა

მომღერალი ლედი გაგა ახალი სიმღერისა და კლიპის Applause-ის პოპულარიზაციას ეწევა. ნიუ-იორკში გადაადგილებისას ერთი დღის განმავლობაში მომღერალმა ოთხი ეპატაჟური კოსტუმი გამოიცვალა.

მოგზაურობა გაგამ შოუში - "დილა მშვიდობისა, ამერიკა!" სტუმრობით დაიწყო, სადაც წითელსალონიანი ვინტაჟური თეთრი კადილაკით მივიდა. მომღერალმა Mathieu Mirano თეთრი კოსტუმი შეარჩია, რომელმაც მისი მკერდი ზედმეტად მოაშიშვლა. შედეგად გამოჩნდა, რომ მკვეთრი გახდომის შემდეგ მომღერალს მკერდზე სტრიები გაუჩნდა. თავად გაგას ეს დიდად არ ანაღვლებდა და ფოტოგრაფებთან პოზირებდა. გლამურულ გამოცემებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ პოპ-ვარსკვლავის ახალი სვირინგები და ქალური სტილი: ჩვეულებრივი ვარცხნილობა და მაკიაჟი - არანაირი ეპატაჟი თმასა და სახეზე.

შემდეგ გაგა რადიოსადგურ Z100 Studios-ში ინტერვიუს მისაცემად გაემართა, სადაც Balenciaga-ს შავი კაბითა და Ruthie Davis-ის ფეხსაცმლით მივიდა. ფეხსაცმლის გამჭვირვალე ქუსლის გამო ისე ჩანდა თითქოს აქსესუარს იგი საერთოდ არ ქონდა. პრესასთან ურთიერთობის შემდეგ, მომღერალმა შენობა უკვე სხვა სამოსით - Balmain-ის შავი და იასამნისფერი ტყავით შეკერილი კაბით დატოვა.

მომღერლის ფინალური გამოსვლა, Balmain-ის მორიგ კოსტუმში შედგა: გაგამ თეთრი შარვალი და ბეწვის ზედატანი მოირგო.

მომზადებულია Starslife-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება