რიო-დე-ჟანეიროს მერს სურს ვუდი ალენმა ფილმი მის ქალაქზეც გადაიღოს

რიო-დე-ჟანეიროს მერს სურს ვუდი ალენმა ფილმი მის ქალაქზეც გადაიღოს

რიო-დე-ჟანეიროს მერს სურს, ვუდი ალენმა ფილმი მის ქალაქზეც გადაიღოს. მერმა, ედუარდო პაესმა განაცხადა, რომ მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამერიკელი კინორეჟისორი ამაზე დაითანხმოს.

გაზეთ O Globo-სთან ინტერვიუში პაესმა განაცხადა, რომ მზადაა ფილმისთვის საჭირო ყველა ხარჯი დააფინანსოს.

ბოლო რამდენიმე წელია ვუდი ალენმა ევროპულ ქალაქებზე სამი ფილმი გადაიღო: "ვიკი, კრისტინა, ბარსელონა" (2008 წ.), "შუაღამე პარიზში" (2011 წ.) და "რომის არდადეგები" (2012 წ.). "შუაღამე პარიზში" ოსკარის 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ერთი ოსკარი აიღო ორიგინალური სცენარისთვის.

რიო-დე-ჟანეირო მომავალ წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო 2016 წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

მომზადებულია oglobo.globo.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება