რა აჩუქეს დავით აქუბარდიას ნიკა გრიგოლიამ და დავით გოგიშვილმა

რა აჩუქეს დავით აქუბარდიას ნიკა გრიგოლიამ და დავით გოგიშვილმა

"ვისაც გაინტერესებთ კოაბიტაციის სრული განმარტება, ნიმუშისთვის გთავაზობთ ფოტოს" - ეს წარწერა იუმორისტმა დავით გოგიშვილმა იმ ფოტოს წაუმძღვარა, რომელიც ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ის საახალწლო კლიპის გადაღებაზე მაღალ გოგონასთან, ნინი გაფრინდაშვილთან გადაიღო. სახალისო ფოტოებს დათოს "ფეისბუქზე" მრავლად აღმოაჩენთ. ერთ-ერთი მათგანი დავით აქუბარდიას სტუდიაშია გადაღებული. სწორედ ეს ფოტო ამოვარჩიეთ დღეს სასაუბროდ და დათოს მისი ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ.

- დათო, ფოტოსესიასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ძალიან პროტოკოლური. საგანგებოდ ვემზადები ხოლმე. თან თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მეტრი და 20 ვარ ნახტომში, დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ფოტოსესიით საგანგებოდ შევამკო ჩემი ფიზიკური სიდიადე პიარის ინგრედიენტების თანხლებით. ამას წინათ "ინსტაგრამზე" დავრეგისტრირდი და ჩემი საბრძოლო ნათლობა "სვეტსკი" სამეფოს ამ ჭეშმარიტების უმაღლეს ინსტანციაში საგანგებოდ აღვნიშნე.

- როგორ?

- ტუჩები ავტყორცნე უკანონო მიშენებასავით და მაქსიმალურად თანამედროვე "სვეტსკობის" დამცავი ჰოლოგრამის მაქსიმალურად მიახლოებული ვარიანტი დავდე. სათაურიც გავაკეთე, ნაკურთხი "ინსტაგრამი" მაქვს-მეთქი.

- თავად თუ იღებ ფოტოებს? პაპარაცული ფოტოები თუ გადაგიღია?

- მიყვარს კარგი ტელეფონი, კარგ ფოტოებს რომ იღებს. საერთოდ, სულ ისეთი ტელეფონები მქონია, ლამის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება შეუძლია აივნიდან შეზლონგზე წამოწოლილს. პაპარაცობას რაც შეეხება, არ მიყვარს არალეგალური ხელოვნება. თან ჩემი მოღვაწეობისა და მოქმედების არეალი სოციალურს ვერ სცდება. ელიავას ბაზრობაზე ვინ უნდა გადაიღო? საჩხერის ქვიშა გექნება სულ კადრში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება