კა­ბუ - "რა უფ­ლე­ბით ამ­ბობს სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბა მინ­და­ო?"

კა­ბუ - "რა უფ­ლე­ბით ამ­ბობს სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბა მინ­და­ო?"

ქარ­თველ­მა რე­პერ­მა კა­ბუმ წლე­­ვან­დე­ლი ზაფ­ხუ­ლი თბი­ლის­ში გა­ა­ტა­რა, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო მან ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა. კა­ბუ (კახა აბუაშვილი) დღეს რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" სტუ­მა­რი­ა.

- რა სი­ახ­ლე­ე­ბია თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში?

- სი­ახ­ლეა ის, რომ დავ­წე­რე ახა­ლი სიმ­ღე­რა. ვა­პი­რებ სიმ­ღე­რის სტუ­დი­უ­რი ჩა­ნა­წე­რი გა­ვა­კე­თო და შემ­დეგ გა­მო­ვუშ­ვა ალ­ბო­მი. რა და რო­გორ იქ­ნე­ბა, მარ­თლი გითხ­რათ, არ ვი­ცი, რად­გან არაფ­რის ხა­ლი­სი აღარ მაქვს, ისე­თი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში...

- რა არ მოგ­წონთ?

- რა უნ­და მო­მე­წო­ნოს? ხალ­ხმა სას­წორ­ზე და­დო სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლე, ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლა და რა მი­ი­ღო? არა­ფე­რი. მე არც მივ­სულ­ვარ არ­ჩევ­ნებ­ზე, ვი­ცო­დი, ასე რომ მოხ­დე­ბო­და...

- "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მის­ტი­რით?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს მივ­ტი­რო­დე? მი­შამ მე ცხოვ­რე­ბა წა­მარ­თვა. ხან­და­ხან მგო­ნი­ა, რომ სიზ­მა­რია და იმ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვიღ­ვი­ძებ, სა­დაც ად­რე ვცხოვ­რობ­დი. მო­გო­ნი­ლი მგო­ნია და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და თა­მარ მე­ფის ეპო­ქა... ეს ის ქვე­ყა­ნა არ არის, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე. და­სა­კარ­გი რომ მაქვს, იმი­ტომ ვაპ­რო­ტეს­ტებ ამას, თო­რემ წა­ვი­დო­დი ამ ქვეყ­ნი­დან. ჩი­ნოვ­ნი­კებს რომ ქვე­ყა­ნა უყ­ვარ­დეთ, პირ­ვე­ლი­ვე მოწ­ვე­ვა­ზე "ფო­ჩე­ბი­ა­ნი" პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის სა­კითხს კი არ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. თით­ქოს სხვა პრობ­ლე­მე­ბი არ იყოს ქვე­ყა­ნა­ში. ეს ხომ ხალ­ხის და­ცინ­ვა­ა.

- თქვენ რომ მოგ­ცენ ქვეყ­ნის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი, პირ­ველ რიგ­ში რა პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და­იწყ­ებ­დით?

- პირ­ველ რიგ­ში ჭკვი­ან ადა­მი­ანს გა­და­ვა­ბა­რებ­დი ამ პოსტს. ისეთ ქვე­ყა­ნა­ში მინ­და ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ხალხს ქუ­ჩა­ში არ აწა­მე­ბენ და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი "კრა­კა­დილს" არ იკე­თე­ბენ... სირ­ცხვი­ლი­ა, სირ­ცხვი­ლი.

- თქვე­ნი აზ­რით, ვინ არის ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი?

- საქ­მეც ის არის, ასეთ პო­ლი­ტი­კოსს რომ ვერ ვხე­დავ... უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა ქვე­ყა­ნა­ში, ხალხს ში­ა, ათა­სი უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს. 14 წე­ლი მომ­ცეს მო­სა­წევ­ზე, რო­მე­ლიც ხალხს კურ­ნავს, ამ დროს კი ბავ­შვე­ბი "ბი­ო­თი" და "კრა­კა­დი­ლით" იღუ­პე­ბი­ან. ეს თუ არ აიკ­რძა­ლა, ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­დე­ბა. არ მომ­წონს პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო, მე თვი­თონ წა­ვალ მო­საფ­სმე­ლად, ბა­ტო­ნო, ჯო­ბია მომ­პა­რა­ვებს მი­ხე­დონ. ვი­ცი, რა არის პირ­ველ რიგ­ში მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზას ვერ ვხე­დავ და მე­ში­ნი­ა. სიმ­ღე­რაც კი დავ­წე­რე ამა­ზე. რი­სი იმე­დი უნ­და მქონ­დეს, რო­ცა პრე­მი­ერ­-მი­ნისტრს ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არა აქვს, პრე­ზი­დენ­ტი კი ავად არის?!

- რას აჩუ­ქებ­დით ივა­ნიშ­ვილს ან სა­ა­კაშ­ვილს?

- არც ერ­თთან არ მინ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. რა უნ­და ვა­ჩუ­ქო? მე მინ­და ქვე­ყა­ნა და­ლაგ­დეს, თუ რუ­სე­თის მხა­რეს ვართ, რუ­სე­თის ვი­ყოთ, თუ ამე­რი­კის - ეგეც გვითხ­რან. მთა­ვა­რია ხალ­ხის­თვის რა­მე გა­კეთ­დეს. ვერ გა­ვი­გე, რა ხდე­ბა. ამ გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს რა უნ­და? რომ წა­ვი­კითხ­ე, პრე­ზი­დენ­ტო­ბას აპი­რებ­სო, 1-ლი აპ­რი­ლი მე­გო­ნა. სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი წა­ვი­დეს და მწვა­დი ჭა­მოს, რა უფ­ლე­ბით ამ­ბობს, პრე­ზი­დენ­ტო­ბა მინ­და­ო? ეგ მაკ­ლია ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში! თუ სუ­რა­მე­ლაშ­ვილს მის­ცე­მენ სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რის და­რე­გის­ტრი­რე­ბის უფ­ლე­ბას, მა­შინ მეც ვიყ­რი კენჭს.

- კა­ბუ, თე­ატ­რში და­გაბ­რუ­ნეს?

- არა, ჯან­მრთე­ლო­ბა გა­მი­უ­ა­რეს­და, რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. სხვა პრობ­ლე­მე­ბიც იყო და ისევ თე­ატ­რის გა­რე­შე ვცხოვ­რობ...

ფსიქოლოგის დასკვნა

ლე­ვან ოდი­შა­რია, ფსი­ქო­ლო­გი: ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი­ა, ქვეყ­ნის თუ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სატ­კი­ვა­რი გულ­თან ახ­ლოს მი­აქვს. პირ­და­პი­რი­ა, არ ერი­დე­ბა სა­კუ­თა­რი აზ­რის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვას.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება