ალესანდრა ამბროსიო საბერძნეთში ისვენებს

ალესანდრა ამბროსიო საბერძნეთში ისვენებს

Victoria's secret-ის მოდელი, ალესანდრა ამბროსიო საბერძნეთში, მიკონოს კუნძულზე ისვენებს.

32 წლის ვარსკვლავი შვებულებას საქმროსთან და მეგობრებთან ერთად ატარებს. ალესანდრა მთელი დღე სანაპიროზე ირუჯება, ხოლო საღამოს კლუბებში ერთობა. ამბროსიო თამამი საცურაო კოსტუმით იწონებს თავს და არც ფოტოგრაფების დანახვაზე იფუჭებს განწყობას.

პაპარაცების თქმით, სტანდარტული საცურაო კოსტუმის ბიუსჰალტერში ალესანდრას ძალიან პატარა მკერდი აქვს, თუმცა ეს შეუმჩნეველია Victoria's secret-ის გრანდიოზულ შოუებსა, თუ ფოტოსესიებზე. როგორც ჩანს, ალესანდრას მეტი სექსუალურობისთვის ბრენდის სილიკონიან თეთრეულს არგებენ, რათა მკერდი უფრო მოცულობითი და ფუმფულა გამოუჩნდეს.

ალესანდრას შვებულების შემდეგ დიდი გეგმები აქვს - პირველ რიგში, ქალიშვილის, ანიას დაბადების დღესთან დაკავშირებით გრანდიოზული წვეულების მოწყობას აპირებს. ვარსკვლავი ღონისძიების ორგანიზატორობას თავად გეგმავს და გოგონას მეგობრებს დაუვიწყარ დღეს ჰპირდება. ამასთან, ამბროსიო ძალებს დიზაინერის პროფესიაშიც მოსინჯავს და საზოგადოებას საინტერესო კოლექციას შესთავაზებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება