ვენტვორტ მილერმა აღიარა, რომ გეია

ვენტვორტ მილერმა აღიარა, რომ გეია

მსახიობმა ვენტვორტ მილერმა აღიარა, რომ გეია. მსახიობი ამერიკულ სერიალ "გაქცევაში" შესრულებული როლით არის ცნობილი.

მილერის სექსუალური ორიენტაციის შესახებ წერილებიდან გახდა ცნობილი, რომლებიც მსახიობმა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორის, მარია ავერბახის სახელზე გაგზავნა. მარია ავერბახმა ვენტვორტი კინოფორმუმში მონაწილეობისთვის მიიწვია, მაგრამ მსახიობმა რუსეთში გეი-პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე პროტესტის ნიშნად, მიწვევაზე უარი თქვა.

აი, რას წერს მსახიობი: "მადლობა გულითადი მიწვევისთვის. როგორც რუსეთში ნამყოფ და ნაწილობრივ რუსული წარმოშობის ადამიანს, ბედნიერი ვიქნებოდი, მეთქვა "კი". მაგრამ როგორც ჰომოსექსუალმა, უარი უნდა ვთქვა... ღრმად შეწუხებული ვარ რუსული მთავრობის ჰომოსექუალებისა და ლესბოსელებისადმი ამჟამინდელი დამოკიდებულებით. მიუღებელი სიტუაცია შეიქმნა და არ შემიძლია ასეთი ქვეყნის ორგანიზებულ ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა, სადაც ჩემნაირ ადამიანებს, ცხოვრების ძირითად უფლებასა და ღიად სიყვარულს უშლიან.

სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალი 2012 წლიდან იმართება. წელს იგი 13-22 სექტემბერს ჩატარდება.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება