ბოლო 12 წლის მანძილზე შერიმ პირველი კლიპი წარადგინა

ბოლო 12 წლის მანძილზე შერიმ პირველი კლიპი წარადგინა

67 წლის მომღერალმა შერიმ 12 წლიანი შესვენების შემდეგ ახალი კლიპი წარადგინა. სიმღერა Woman's World-ის ვიდეო-რგოლის პრემიერა 20 აგვისტოს ბრიტანულ ინტერნეტ-რესურს MailOnline-ზე შედგა.

პირველივე წუთებში მომღერალი მაყურებლის წინაშე გაზეთის ამონარიდებით შეკერილი პარიკით ჩნდება, შემდეგაც მას შავ ლაქებიან თეთრ პარიკზე ცვლის, ბოლოს კი წითელს ირგებს.

კლიპში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკისა და კანის ფერის ქალებმაც მიიღეს.

ახლახან შერის სხვა კომპოზიაციასთან დაკავშირებით სკანდალი აგორდა. მაშინ ინტერნეტში მისი სიმღერა The Greatest Thing მოხვდა, რომელიც ლედი გაგასთან ერთად ჩაწერა. მომღერალმა Twitter-ში დაიჩივლა, რომ გამოქვეყნებული ვერსია მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და საბოლოო ჩანაწერისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება