"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის ხმაურიანი სტარტი - ბათუმში ბომონდური შეკრება იწყება

"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის ხმაურიანი სტარტი - ბათუმში ბომონდური შეკრება იწყება

დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმში "სექტორ 26"-ში, საღამოს 9 საათზე, საზეიმოდ გაიხსნება "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონი, რომელშიც I-II სეზონის კონკურსანტები მონაწილეობენ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს იქ მთელი ქართული ბომონდია შეკრებილი: ოთარ ტატიშვილი, კრისტი ყიფშიძე, სალომე ჭაჭუა, ნუკი კოშკელიშვილი, ოთო ფოლადაშვილი, ანრი ჯოხაძე, ჯულიანა ბარგნარი, ჯაბა კილაძე...

როგორც გავიგეთ, პროექტის ავტორები და მისი მონაწილეები დიდ სამზადისში არიან. "ამბები.გე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" მთავრ პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა:

- ფანტასტიკურ განწყობაზე ვართ ყველანი, პოზიტიურად ვართ დამუხტულები და ვემზადებით საღამოსთვის. ბათუმში არიან ჩამოსულები კონკურსის I და II სეზონის მონაწილეები.

- ძნელი არ იყო აგვისტოში მათი შეკრება?

- მათგან, ვინც კი თბილისში იყო, ყველანი ჩამოვიდნენ... ველოდებით უამრავ მაყურებელს, ვიცით, რომ ბევრი ადამიანი აპირებს აქ მოსვლას. ეს კლუბი 1000 კაცს იტევს და ალბათ აქაურობა გაივსება.

საღამოზე შესრულდება ძველი ნომრები ანუ ისინი, რითაც პროექტის წინა სეზონის მონაწილეები, თავის დროზე, მაყურებლის წინაშე წარდგნენ. შემდეგ კი გაიმართება შიდა კონკურსი მუსიკაზე - "ბაილა მორენა". კონკურსს მომღერალი "მოცეკვავეების" (მომღერლები, რომლებიც I-II სეზონზე პროექტში მონაწილებდნენ) კონცერტი მოჰყვება. ბოლოს კი დიჯეი იმუშავებს...

ლალი ფაცია

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება