ყაზახეთი ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კვალდაკვალ მიდის

ყაზახეთი ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კვალდაკვალ მიდის

ყაზახეთის მთავრობა ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კვალდაკვალ მიდის. სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის მაღალ ეშელონებში მიმდინარეობს. ყაზახეთის პარლამენტის (Majilis) წევრი, ალდან სმაილი ადგილობრივი ხელისუფლებისგან გეებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. სექტემბერში იგი რუსეთში მიღებული კანონის მსგავსი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.

"მე მოვითხოვე გეი-კლუბების, დემონსტრაციებისა და მსგავსი სისაძაგლის აკრძალვა", - განაცხადა ალდან სმაილიმ.

აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერია ყაზახეთის პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, მურატ ახმადიევი.

რუსეთი, ისევე როგორც ყაზახეთი, არასდროს ყოფილა უსაფრთხო ადგილი ლგბტ საზოგადოებისთვის. ყაზახეთში ლგბტ აქტივისტები აცხადებენ, რომ გეებსა და ლესბოსელებს თავისუფლად და დაუფარავად ცხოვრება არ შეუძლიათ.

2009 წლის სოროსის ფონდის კვლევის მიხედვით, ყაზახეთში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები   ყოველდღიურ დისკრიმინაციას განიცდიან. თუმცა, ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელმაც გეების წინააღმდეგ ბრძოლა რუსული წესებით განახორციელა: ასეთია სომხეთიც.

"უდავოდ რუსეთის ჩრდილია. ჩვენ რუსეთის ჩრდილში ვცხოვრობთ", - აცხადებს სომეხი გეი აქტივისტი.

მომზადებულია theatlanticwire.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა