მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი - "შვი­ლის თვალ­წინ კაცს რო­გორ ვა­კო­ცებ­დი?"

მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი - "შვი­ლის თვალ­წინ კაცს რო­გორ ვა­კო­ცებ­დი?"

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, მომ­ღე­რა­ლი მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი ცო­ტა ხან­ში მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში წარ­დგე­ბა. რო­მე­ლი არ­ხის ეთერ­ში გა­ვა მი­სი გა­და­ცე­მა, ამას მარ­კუ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ი­დუმ­ლოდ ტო­ვებს.

- სულ მა­ლე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში წარ­ვდგე­ბი. ჩე­მი მეწყ­ვი­ლე იქ­ნე­ბა ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა. ორი­ვე პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, მაგ­რამ ვეც­დე­ბით გა­და­ცე­მა­ში ეს და­ვა­ბა­ლან­სოთ. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში მო­მე­სინ­ჯა ძა­ლე­ბი და ახ­ლა სწო­რედ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რუ­სე­თი­და­ნაც მაქვს, მაგ­რამ არ ვი­ცი, დავ­თან­ხმდე­ბი თუ არა. ჯერ ეს გა­და­ცე­მა და­იწყ­ოს, შევ­ხე­დავ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და მე­რე გა­დავ­წყვეტ, რა გა­ვა­კე­თო.

- სა­კუ­თა­რი იმი­ჯის გა­მო ხში­რად ხდე­ბით კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ანს შე­ხე­და­ვენ თუ არა, იწყ­ე­ბენ ლან­ძღვას, რა მა­ხინ­ჯი­ა, რა ცუ­დია და ა.შ. კარგს ვერც ხე­და­ვენ და არც უნ­დათ ამის და­ნახ­ვა. ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც არ იც­ნობ, რო­გორ უნ­და თქვა, რომ გე­ზიზღ­ე­ბა? ჩემ­ზე ხომ უამ­რავ ტყუ­ილს ლა­პა­რა­კო­ბენ, მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ. ცო­ტა ხნის წინ ერ­თ-ერთ სტუ­დი­ა­ში მი­ვე­დი დე­დას­თან ერ­თად, გა­ვი­გო­ნე, მე­ო­რე ოთახ­ში რო­გორ თქვეს: "ფუ, ამ ქა­ლის დე­და, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭი ნა­ხა და თავს აწე­წი­ნებ­სო". შე­ვე­დი და ვუთხ­ა­რი, ეს ქა­ლი დე­და­ჩე­მია, ნუ შე­უ­რაცხ­ყოფ­თ-მეთ­ქი. ოღონდ გაგ­ლან­ძღონ და მე­ტი არა­ფე­რი უნ­დათ.

- სა­ყუ­რეც გიყ­ვართ...

- დი­ახ, მიყ­ვარს. ქარ­თვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, "თუ მა­მა­კაცს ყუ­რი აქვს გახ­ვრე­ტი­ლი, სხვა რა­ღა­ცაც ექ­ნე­ბა გახ­ვრე­ტი­ლი­ო"... და­ე, ასე ეგო­ნოთ. ვე­ლო­დე­ბი, რო­დის და­მაკ­ვირ­დე­ბი­ან გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით, რა მაქვს გახ­ვრე­ტი­ლი და რა არა (ი­ცი­ნის).

- სა­ლონ­ში ხში­რად და­დი­ხართ?

- რო­ცა გრძე­ლი თმა მქონ­და, ხში­რად მი­წევ­და სა­ლონ­ში სი­ა­რუ­ლი. ახ­ლა და­ვის­ვე­ნე. მხო­ლოდ ფრჩხი­ლე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, კა­ნის გა­საწ­მენ­დად და მა­სა­ჟის­თვის დავ­დი­ვარ სა­ლონ­ში. ბავ­შვო­ბი­დან ვვარ­ჯი­შობ. ყვე­ლას ვურ­ჩევ, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით იცხ­ოვ­როს. ბევრ ღი­პი­ან ახალ­გაზ­რდას ვხე­დავ შო­უ­ბიზ­ნეს­ში, არა­და, რო­ცა პრე­ტენ­ზია გაქვს, რომ მა­გა­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ხარ, სცე­ნი­დან კი ღიპს მირ­ტყამ თავ­ში და ლო­ყე­ბი გი­თან­თა­ლებს, ეს შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი­ა.

- რო­გორც ფიქ­რობთ, თქვენს პო­პუ­ლა­რო­ბას რე­პერ­ტუ­ა­რი გა­ნა­პი­რო­ბებს თუ იმი­ჯი?

- მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც უყ­ვარს ჩე­მი სიმ­ღე­რე­ბი. მსმე­ნე­ლე­ბის 50 პრო­ცენტს ალ­ბათ მოს­წონს ჩე­მი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი იმი­ჯი, მე­ო­რე ნა­წილს კი - რე­პერ­ტუ­ა­რი. მომ­ღე­რა­ლი დაშ­ტამ­პუ­ლი არ უნ­და იყოს. გა­მო­ვარ­ჩევ დუ­ეტ "ჯორ­ჯი­ას", ლე­ლა წურ­წუ­მი­ას, ნა­ნი ბრეგ­ვა­ძეს, თამ­რი­კო გვერ­დწი­თელს... ძა­ლი­ან ბევ­რი არ მომ­წონს. არი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც "ტორ­მუზს" აჭე­რენ ამ ნიჭს. არ ვარ ისე­თი ბო­რო­ტი, გვა­რე­ბი და­ვა­სა­ხე­ლო. თუ ვინ­მეს რჩე­ვა დას­ჭირ­დე­ბა იმიჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვურ­ჩევ რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და არა რო­გორც შე­თითხ­ნი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი. 3-4 ნი­ჭი­ე­რი დი­ზა­ი­ნე­რი გვყავს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ძონ­ძე­ბით კე­რა­ვენ სა­მოსს, რო­მე­ლიც ჩაც­მის­თა­ნა­ვე იხე­ვა. სა­სა­ცი­ლო­ა, ხა­რის­ხი­ანს უხა­რის­ხოდ რომ გთა­ვა­ზო­ბენ. რა­ტომ აქვთ ასეთ დი­ზა­ი­ნე­რებს წარ­ბი კე­ფამ­დე აწე­უ­ლი, არ ვი­ცი. ყვე­ლა მო­დის კვი­რე­ულ­ზე დავ­დი­ვარ, მაგ­რამ იქ სა­ინ­ტე­რე­სოს ვე­რა­ფერს ვხე­დავ.

- ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მე­ნით?

- პირ­ვე­ლად ვამ­ბობ, რომ ჩე­მი ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით არ შექ­მნი­ლა. ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ მოგ­ვი­ტა­ნა ორი ან­გე­ლო­ზი - ლუ­კა და ვი­ვი­ე­ნი. 5 წე­ლი ვიცხ­ოვ­რეთ ერ­თად, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან და­იწყო ტყუ­ი­ლე­ბი და ჩვე­ნი ოჯა­ხის რღვე­ვა. რო­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით, მივ­ხვდით, ჯობ­და, პა­უ­ზა აგ­ვე­ღო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და დავ­შორ­დით. მან გა­ნაცხ­ა­და, რომ ჩემს მშობ­ლებ­თან ერ­თად ვერ იცხ­ოვ­რებ­და... ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დი ჩემს მე­უღ­ლეს, მაგ­რამ მშობ­ლებს ვერ ვეტყ­ო­დი, ამ სახ­ლი­დან წა­დით­-მეთ­ქი.

- თქვენ­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ სულ სხვა რამ და­ა­სა­ხე­ლა და­შო­რე­ბის მი­ზე­ზად...

- ენას ძვა­ლი არა აქვს, მაგ­რამ გა­აჩ­ნი­ა, რას იტყ­ვის ადა­მი­ა­ნი. რაც მან თქვა, თით­ქოს ბიჭს ვკოც­ნი­დი ჩე­მი შვი­ლის თვალ­წინ, ასე­თი რამ მტერ­საც არ უთ­ქვამს ჩემ­ზე. ცო­ლის­თვის არ მი­კოც­ნია შვი­ლის თვალ­წინ და კაცს რო­გორ ვა­კო­ცებ­დი? მას პი­ა­რი უნ­დო­და და გა­მო­უ­ვი­და ან­ტი­პი­ა­რი. ვერ

იფიქ­რა, რომ შვი­ლე­ბი რო­ცა გა­იზ­რდე­ბი­ან, ამას წა­ი­კითხ­ა­ვენ და მიხ­ვდე­ბი­ან, რა ჭა­მა დე­და­მის­მა, ეს რომ თქვა ეთერ­ში.

- ბავ­შვებს აქ­ცევთ ყუ­რადღ­ე­ბას?

- ისი­ნი თბი­ლი­სი­დან აორ­თქლდნენ, სა­კონ­ტაქ­ტო კო­ორ­დი­ნა­ტე­ბიც შეც­ვა­ლეს. "ფე­ის­ბუქ­ზე" რამ­დენ­ჯერ­მე მივ­წე­რე ყო­ფილ ცოლს, იქ­ნებ შვი­ლე­ბი მაჩ­ვე­ნო, სა­ჩუქ­რებს გა­დავ­ცემ-მეთ­ქი, მაგ­რამ არც კი მი­პა­სუ­ხა. ვი­ცი, ამას რა­ტო­მაც აკე­თებს, უფ­როს ვაჟ­თან, ლუ­კას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და იცის, რომ შვი­ლებ­თან ცო­ტა ხნით თუ მექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა, ისი­ნი მა­მას­თან წა­მოვ­ლენ საცხ­ოვ­რებ­ლად. ლა­ლი თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ა. რო­ცა გავ­შორ­დი, მითხ­რა, ცხოვ­რე­ბას და­გინ­გრე­ვო, ვი­ცო­დი, ამას სიტყ­ვი­ე­რად მა­ინც გა­ა­კე­თებ­და...

- თქვენს შვი­ლებს მო­ე­წო­ნე­ბათ, მათ დე­და­ზე ასე რომ ლა­პა­რა­კობ?

- პირ­ველ რიგ­ში მე ვეტყ­ვი ბავ­შვებს, ვინ არის მა­თი დე­და. მან ხომ არ დამ­ზო­გა და ასე­თი სი­სუ­ლე­ლე თქვა ჩემ­ზე...

- რამ მის­ცა ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი, იქ­ნებ მარ­თლა არ­სე­ბობ­და კა­ცი, ვი­სზეც იეჭ­ვი­ა­ნა?

- რა სი­სუ­ლე­ლე­ა, ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. 5 წე­ლი ვიცხ­ოვ­რეთ ერ­თად, ისეთ წრე­ში ვტრი­ა­ლებ­დი, სა­დაც ბევ­რი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მა­მა­კა­ცი იყო, ყო­ფი­ლა გა­მოწ­ვე­ვე­ბი მა­თი­ მხრი­დან. არ მა­ინ­ტე­რე­სებს გე­ი­ა, ბეია თუ ვი­ნაა ადა­მი­ა­ნი. ორი პრო­დი­უ­სე­რი მყავ­და, ორი­ვე გეი იყო და ეს და­იხ­ვია ხელ­ზე. მე რაც ვარ, არ მე­ში­ნია იმის აღი­ა­რე­ბა. ეს ხალ­ხი მე არ მარ­ჩენს და შე­სა­ბა­მი­სად, მათ არა­ვინ ეკითხ­ე­ბა, რა პო­ზა­ში ვი­ღებ სი­ა­მოვ­ნე­ბას სა­წოლ­ში. ფი­ნან­სუ­რი მხარეც იყო, სხვა პრობ­ლე­მე­ბიც, რომ­ლის აღი­ა­რე­ბაც არც ჩემ­თვის არის კარ­გი, რო­გორც მა­მა­კა­ცის­თვის, და არც მის­თვის. ეს ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლი­ა...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება