სარა ჯესიკა პარკერმა ბავშვობა სიღარიბეში გაატარა

სარა ჯესიკა პარკერმა ბავშვობა სიღარიბეში გაატარა

ჰოლივუდის მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა აღიარა, რომ ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. სარას გარდა ოჯახში 7 ბავშვი იყო.

მსახიობს, 6 წლიდან სამსახიობო ნიჭის წყალობით საკუთარი შემოსავალი ჰქონდა. ხოლო, 14 წლიდან ის ყოველ საღამოს ბროდვეის სპექტაკლებში მონაწილეობდა.

მიუხედავად ამისა, დიდი ხნის განმავლობაში პარკერს უწევდა მხოლოდ ერთ "სამკაულს" - სხვადასხვა ფერის თმის სამაგრს დასჯერებოდა. მსახიობი თითქმის მთელ თავის ხელფასს მშობლებს აძლევდა.

პარკერი არ მალავს, რომ გამუდმებულმა შიშმა - ის და მისი და-ძმანი მშივრები არ დარჩენილიყვნენ, გავლენა მოახდინა ფულისადმი მის დამოკიდებულებაზე.

სერიალმა "სექსი დიდ ქალაქში" მსახიობს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა და სარამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. მსახიობმა საკუთარი საპროდუსერო კომპანია გახსნა და ენერგიულ ბიზნესვუმენად იქცა. გარდა ამისა, დაიწყო პარფიუმერული ხაზის გამოშვება და კონტრაქტები გააფორმა სარეკლამო კომპანიებთან.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება