კონსტანტინე მელაძის განქორწინების მიზეზი პოლინა გაგარინაა?

კონსტანტინე მელაძის განქორწინების მიზეზი პოლინა გაგარინაა?

სკანდალურმა ტელეწამყვანმა ოთარ კუშანაშვილმა რუსეთში მოღვაწე ცნობილი კომპოზიტორისა და პროდუსერის, კონსტანტინე მელაძის ცოლთან, იანასთან განქორწინების მიზეზებზე ისაუბრა. ტელეწამყვანის თქმით, მეუღლეების გაყრის მიზეზი მომღერალ პოლინა გაგარინასთან "ვია გრას" პროდუსერის რომანი გახდა.

"განქორწინება გარდაუვალი იყო, რადგან კოსტას ცხოვრებაში ახალგაზრდა და ლამაზი, წარმოშობით ქართველი მომღერალი პოლინა გიგრინიაშვილი გამოჩნდა, ჩვენ კი მას პოლინა გაგარინას სახელით ვიცნობთ. როგორ კი მე ახალგაზრდა მემღერალთან საუკეთესო კომპოზიტორის რომანზე მინიშნება გავაკეთე, საშინელი აღშფოთება გამოვიწვიე არა იმდენად კონსტანტინეში, რამდენადაც მის ძმა ვალერიში", - განაცხადა კუშანაშვილმა.

ოთარი ვარაუდობს, რომ თუ პროდუსერი ახალ საყვარელზე დაქორწინდება, ასეთ ქორწინებას ნათელი მომავალი არ ექნება. "ვფიქრობ, ერთ წელიწადში, როდესაც კოსტია პოლინასგან წავა, თქვენ მე დამირეკავთ და მკითხავთ: "ვინ მოითხოვა პირველად განქორწინება?" ისინი, ვინც ზეცის მკვიდრთა იმიჯს იქმნიან, ერთად ცხოვრება დიდხანს არ შეუძლიათ", - ვარაუდობს ტელეწამყვანი.

კონსტანტინე და იანა 1994 წელს დაქორწინდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავთ.

მომზადებულია Росбалт-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება