"სავაში ბათუმის კაზინოში უნახავთ?" - რატომ გახდნენ ქართველი ქალბატონები თურქული სერიალის "მსხვერპლნი"

"სავაში ბათუმის კაზინოში უნახავთ?" - რატომ გახდნენ ქართველი ქალბატონები თურქული სერიალის "მსხვერპლნი"

ტელესერიალები რომ ყველაზე რეიტინგული პროდუქციაა ტელეკომპანიებისთვს ეს სიახლე ნამდვილად არ არის. მას რომ უამრავი მაყურებელი ჰყავს, ესეც ფაქტია.

ბოლო დროს ჩვენს ტელესივრცეს, მექსიკურ, ვენესუელურ, ამერიკულ ნამუშევრებს თურქული პროდუქციაც შეემატა, რამაც ასევე გადარია ქართველი მაყურებელი. პირველმა მერცხალმა, "სიყვარულისა და სასჯელის" სახელით, "მაესტროს" ეთერში გაიფრთხიალა და სერიალის მთავარმა პერსონაჟმა ქართველი ქალბატონები შეიძლება ითქვას, რომ "დააგდო".

მოკლედ, სავაშს უამრავმა ადამიანმა უყურა, მათ შორის, ცნობილებმაც, ის კი არა, ცოტა ხნის წინ, "მაესტროს" ეთერში, ვასიკო ოდიშვილის გადაცემაში ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამაც აღნიშნა, რომ უნებლიედ ამ სერილის "მსხვერპლი" ისიც არმოჩნდა, თუმცა როდესაც ამ მასალაზე ვმუშაობდი, ცნობილი ადამიანებიდან ვისაც შევეხმიანე, ყველამ უარყო, სერიალებს საერთოდ არ ვუყურებთ, მით უფრო თურქულსო. მოკლედ, დიდი ძალისხმევა დამჭირდა და ბოლოს სასაუბროდ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი დამთანხმდა:

- ტელესერიალ "სიყვარულისა და სასჯელის" შემდეგ (რომელშიც პერსონაჟი სავაშ ბალდარი მონაწილეობდა), დავიფიცე, თურქულ სერიალს აღარ ვუყურებ-მეთქი. ის კი არა, მაგის გამო ჩემი პროექტი ("კომპანიის სახე"), როელზეც ვმუშაობდი, კინაღამ ჩამივარდა. მოკლედ, საღამოს მოახლოებას გიჟივით ველოდებოდი, რომ სერიალს ჩავჯდომოდი. ახლა ამაზე მეცინება... (მგონი, მაგის შემდეგ კიდევ გადის რაღაც თურქული) მადლობა ღმერთს, ჩვენება გამომივიდა, თორემ სავაში ვერ გადამირჩებოდა.

- ტელესერიალმა "სიყვარული და სასჯელი" თავიდან როგორ მიგიზიდა და შეგიტუყა?

- იცი, ქართველი ქალები რატომ გიჟდებოდნენ სავაშზე? იმდენი მამაკაცური თვისებით შემკულ ადამიანს რელურ ცხოვრებაში, როგორიც ის იყო, ვეღარ ნახულობენ და დეფიციტს ილუზიით ივსებენ. მე კი საწუწუნო არაფერი მაქვს, რადგანაც ასეთი კაცის ცოლი ვარ, მაგრამ სხვა ქალებს კარგად ვუგებდი. პირადად მე ყველაზე მეტად, სავაშის დედა მხიბლავდა. მისი სახელი აღარ მახოსვს (არ მიწყინოს), ძალიან საინტერესო პერსონა იყო. რაღაცით, ჩვენს "ოთარაანთ ქვრივს" მაგონებდა. რაც მთავარია, მაგ როლს კარგი მსახიობი თამაშობდა. არ მეგონა, თუ თურქებს ასეთი ლამაზი ქალები ჰყავდათ. არ გამიკვირდება, რომ იმ ქალს (სავაშის დედა) ქართული წარმომავლობა ჰქონდეს.

- ზოგადად ეს ყვეალეფრი არ გეჩვენება, რომ ადამინის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს?

- მგონია, რომ ამ სერიალის ყურებით, დიდი არაფერი შემიცოდავს, ამდაგვარ პროდუქციას წელიწადში ერთხელ შეიძლება, ვუყურო ისიც, თუ ამ საქმეში დედაჩემი "ჩამითრევს", როგორც ამ შემთხვევაში მოხდა...

თუმცა სერიალის გამუდმებული ყურება მართლაც მავნეა, მაგრამ კარგად ვუგებ შუახნის ქალბატონებს და დიასახლისებს, ზოგადად ქალბეს, რომლებიც სერიალებს უყურებენ. ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრძნობებით, განცდებით ცხოვრება (50 წლამდე ქალებზე ვსაუბრობ), მაგრამ თუ ის რეალურ ცხოვრებაში ამის დეფიციტს განიცდის, რა ქნას?! მაშინ სერიალის ყურება მისთვის საუკეთესო საშუალებაა და რატომ არ გამოიყენებს?

მხცოვანი ქალბატონები კი ამ პროდუქციის ყურებით ძველ მოგონებებს იღვიძებენ, იმ ამბებს, რომლებიც აღარასოდეს განმეორდება. ზოგადად ვაღიაროთ, რომ სერიალი პენსიონერებისთვის დროის გასაყვანად კარგი საშუალებაც არის. მისი ყურებისას მაყურებელი პერსონაჟებთან ერთად, განიცდის, ტირის, უხარია. რაც უფრო მგრძნობიარეა მაყურებელი, მით ღრმად შედის ფილმში და მით დიდ სიამოვნებას განიცდის ვნებებისგან.

- ჰო, მაგრამ ამ სერიალებს ბავშვებიც ხომ უყურებენ?

- კი, ვიცი და ამას სერიოზულად ვაპროტესტებ. პატარებისთვის არ არის კარგი მაგალითი, როდესაც უფროსი თაობის ადამიანი სერიალს არის მიჩერებული. მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა 24 საათის განმავლობაში შინ ტელევიზორია ჩართული და სერიალი გადის, სახლი კი არც ისე დიდია, რა უნდა ქნას ბავშვმა? უნებურად ხდება სერიალის მაყურებელი ("მსხვერპლი").

- ჰოდა, როგორ უნდა დავიცვათ თავი ასე მოძალებული ტელესერიალებისგან?

- კაცმა რომ თქვას, ამდენი სერიალიც არავის სჭირდება. ან ერთი არხი უნდა იყოს, სადაც მხოლოდ სერიალები გავა, რადგან ასეთ პროდუქციასაც აქვს არსებობის უფლება და თან, ცოდოები არიან ჩვენი "ბაბუშკები".

ზოგი ისეა ამ ყველაფერზე ჩამოკიდებული, რომ ყველა არხზე სერიალს უყურებს (ერთდროულად სამს).

- ჭორად გავიგე, სავაშ ბალდარი ბათუმის კაზინოში უნახავთ...

- ბათუმში?

- ჰო, ბათუმში ხშირად არის და კაზინოს აქტიური სტუმარიაო. დაუჯერებელია?

- როგორც ჩანს, "სანახევროდ ქართველია"...ჩვენ ხომ ყველა თურქი, ვინც მოგვეწონა, გავაქართველეთ. მახსოვს, "მის მსოფლიოზეც", რომელიც თურქი იყო, ამას ვამბობდით.

თუ ქართული ძირები არ აქვს, მაშინ რა უნდოდა ბათუმში? დასასვენებელი ადგილის პოვნა გაუჭირდა? როგორც ჩანს, "სისხლმა უყივლა". ალბათ მეც ამიტომ დავინტერესდი ამ ფილმით.

- ისე, ეგ ტიპი როგორც მამაკაცი თუ მოგწონს?

- გამოჩნდა თუ არა ეს სერიალი ქართულ ტელესივრცეში, ყველა ქალი სავაშს გაიძახოდა და მეც დავინტერესდი. როდესაც ვნახე და ვთქვი: - ამაზე როგორ გიჟდებით-მეთქი (ეს მსახიობი მამაკაცის ჩემეულ სტანდარტებს არ შეეფერება). ერთ-ორ სერიას ვუყურე და მაინც დავინტრიგდი, ეტყობა, აქვს რაღაც ისეთი, რამაც გადარია სრულიად საქართველოს ქალები. მოკლედ, მეც ჩამითრია... მერე, ეს შენი სავაში მალე ისეთი სიმპათიური მეჩვენა, რომ ის გოგოც (ფილმში მისი მეწყვილე) უკვე მისთვის მენანებოდა...

შემდეგ იუმორისტ ნიკა ქავთარაძეს დავუკავშირდი არა იმიტომ, რომ ის თუქული სერიალების აქტიურ მაყურებლად მივიჩნიე. უბრალოდ, ყოველთვის აქვს ამა თუ იმ საკითხზე თავისი მოსაზრება, რომელსაც ყოველთვის თამამდ აფიქსირებს. თუმცა თავიდან თავი დავიზრვიე და მაინც ვკითხე:

- ბოლო დროს ჩვენი ტელეკომპანიების ეთერით მომრავლებულ თურქულ სერიალებს თუ უყურებ?

- მაგ მხრივ ძალიან ვპასიურობ ანუ მაგ სერიალებს არ ვუყურებ... როგორც ვიცი, თურქული სერიალები "მაესტროზე" გადის, არა? "მაესტრო" ტელერეიტინგში მეხუთე ადგილზეა. როგორ შეიძლება, მაგ არხზე გადიოდეს რაიმე სერიალი, რომელზეც აჟიოტაჟის ატეხვა და ჩემი ინტერესი შეიძლება, გამოიწვიოს? მე მხოლოდ "ჩემი ცოლის დაქალებს" ვუყურებ და "ნეტში" ამერიკულ სერიალებს.

ზოგადად კი არ მეშინია უცხო ქვეყნებიდან შემოსული ტელეპროდუქციის. მე ის მაწუხებს და მაშინებს, რომ ამ ქვეყანაში ბევრი კარგი რამ არ კეთდება. ხალხს თუ მოსწონს თურქული, ე.ი. აინტერესებთ. ზოგადად, "საპნის ოპერები" დიასახლისებისთვის არის განკუთვნილი. ჰოდა, ერთობიან ალბათ ქართველი დიასახლისები. ეს რატომ უნდა გვანერვიულებდეს? მაგრამ ეს აჟიოტაჟი მაინც ანტითურქული პანიკის ბრალი მგონია.

- არსებობს მოსაზრება, რომ სერიალის ყურება, ნარკოტიკს ჰგავს, დამოკიდებულებას აჩენს და ადამიანს რაღაც ეტაპზე თავს აკარგვინებს.

- ძალიან მიყვარს სერიალები და ვუყურებ უამრავ კარგ ნამუშევარს. თავისთავად სერიალის პრინციპია, რომ მაყურებელი ელოდები, გაინტერესებს როგორ გაგრძელდება ესა თუ ის ამბავი. რა არის ამაში ცუდი და "ნარკოტიკული?" მოკლედ, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ გაბრძოლება ქართველებს გვიყვარს.

- პირადად შენ როგორი სერიალები გიზიდავს? რას აქცევ მისი ცქერისას ყურადღებას?

- რა თქმა უნდა, მთლიანობაში კარგი უნდა იყოს პროექტი: უნდა ჰქონდეს ნორმალური სცენარი, რეჟისურა, ჰყავდეს კარგი მსახიობები; ამასთან, მაღალი რეიტინგი და გამოხმაურებებიც საჭიროა, ასევე მნიშვნელოვანია ჯილდოებიც და ა.შ.

- საქმე იმაშია, რომ სერიალები, რომლებიც ვახსენე, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. მდარეა...

- გასაგებია და შესაბამისად, იაფიც ღირს და არც ისე შეძლებული ქვეყნის, არც ისე შეძლებული ტვ-ის ეთერში სწორედ ამიტომ გადის.

- თურქული სერიალი "რუსთავი 2"-ის ეთერშიც გამოჩნდა...

- ამ ტელევიზიას ამის გარადა სხვა უამრავი პროდუქცია აქვს და ესეც ექნება, რა უჭირს? მთავარია, რომ საუკეთესო ქართული სერიალი სწორედ მაგ არხზე გადის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბებ.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება