კამერონ დიასი სერიალის ვარსკვლავს ხვდება

კამერონ დიასი სერიალის ვარსკვლავს ხვდება

ჰოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი საპატარძლო, მსახიობი კამერონ დიასი სერიალის - "როგორ შევხვდი დედათქვენს" ვარსკვლავს, ჯეისონ სიგელს ხვდება.

სიგელთან ერთად კემერონი 2011 წელს გადაღებულ კომედიაში - "ძალიან ცუდი მასწავლებელი" თამაშობს. ახლა კი მსახიობები გადასაღებ მოედანზე კიდევ ერთხელ - სურათ "Sex Tape"-ზე მუშაობისას შეხვდებიან.

მსახიობებს ერთად არასამუშაო ვითარებაშიც ხშირად ხედავენ. თვითმხილველების თქმით, ამ დღეებში წყვილმა ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ივახშმა. მოგვიანებით წყვილი სურსათის ბაზარ Citarella-შიც შენიშნეს. მათ პროდუქტები შეიძინეს და ერთად წავიდნენ.

ახალ ფილმში მსახიობები ცოლ-ქმარს განასახიერებენ, რომლებიც ერთი ღამით მშობლის მოვალეობის დავიწყებას გადაწყვეტენ. მარტო დარჩენილები ცხოვრების გახალისებას სექს-ვიდეოს ჩაწერით შეეცდებიან. მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ ვიდეო ჩანაწერის დაიკარგა.

მომზადებულია eg.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება