ბენ აფლეკი ბეტმენს განასახიერებს

ბენ აფლეკი ბეტმენს განასახიერებს

ამერიკელი მსახიობი ბენ აფლეკი ბეტმენის როლს შეასრულებს ახალ ფილმში, რომელიც კინოეკრანებზე 2015 წელს გამოვა. ამის შესახებ "როიტერი" კომპანია Warner Bros-ზე დაყრდნობით იუწყება.

ფილმის სახელწოდება იქნება "ბეტმენი-სუპერმენი". Warner Bros-ის წარმომადგენლის გრეგ სილვერმანის თქმით, სტუდიას ბეტმენის როლზე "გამოჩენილი მსახიობი" სჭირდება და აფლეკი ამ როლისთვის იდეალურია.

ფილმში აფლეკთან ერთად გადაუღებენ ჰენრი კავილს, ემი ადამსს, ლორენს ფიშბერნს და დაიან ლეინს.

ფილმს ზაკ სნაიდერი გადაიღებს.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება