დატოვებს თუ არა სალომე შარვაძე ''ჩემი ცოლის დაქალებს''

დატოვებს თუ არა სალომე შარვაძე ''ჩემი ცოლის დაქალებს''

სალომე შარვაძე სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' ნინას მეზობელი ქეთის როლს თამაშობს. გარდა ამისა, ის ახალი საქმიანობით - კორპორატიული ჟურნალების გამოცემითა და სარეკლამო ივენთების მოწყობითაა დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალ საქმეს სულ ცოტა ხნის წინ შეეჭიდა, მისი მდგომარეობა გაითვალისწინეს და შვებულება მაინც მისცეს, რომელსაც ქმრის გარეშე ბათუმში შვილთან ერთად გაატარებს. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მართა ძალიან ცელქი ბავშვია, ამიტომ მათი ზღვაზე დასვენება ყველას სანერვიულო თემაა.

სიახლე

- მუშაობა დავიწყე ავსტრიულ-ქართულ მედიაჰოლდინგში, ძალიან კარგი გუნდი მყავს. ვაკეთებთ კორპორატიულ ჟურნალებს და სარეკლამო ივენთებს, მარკეტინგის განხრით ვმუ-შაობ, თუმცა ივენთების დაგეგმვაც მე მეხება.

- ესე იგი ბიზნესიდეა, რომელიც სერიალში გაჩნდა, რეალობაში განახორციელე...

- კი, დაახლოებით ასეა (იცინის). როდესაც ვმუშაობ, ვგეგმავ შეხვედრებს, მეუბნებიან, ზუსტად შენი საქმე იპოვეო, ეტყობა, ახლოს იყო ეს სფერო ჩემთან, მეც ძალიან მომწონდა ეს საქმიანობა და ყოველთვის მინდოდა აქტიურად ჩაბმა, იმედია, გავამართლებ (იღიმის).

- შენი სხვა სამსახურში დასაქმება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ''ჩემი ცოლის დაქალებს'' დატოვებ?

- სერიალი კარგია, მაგრამ მხოლოდ მასზე ვერ იქნები დამოკიდებული. გადაღებები პერიოდულად მაქვს, სამსახურიდან ხელს ყველანაირად შემიწყობენ, რომ იქაც კარგად გავაკეთო ჩემი საქმე და აქაც. მეტიც, ახალი პროექტებიც რომ გამოჩნდეს, ფილმი იქნება თუ სპექტაკლი, მასზეც არ ვიტყვი უარს, შეთავსებით ყველაფერს გავუმკლავდები (იღიმის).

- ალბათ ახალი სამსახურის გამო ზაფხულის თბილისში გატარება გიწევს...

- მთლად მასეც არ არის საქმე. მართალია, წელიწადის ცხელი სეზონის დიდ ნაწილს თბილისში ვატარებ, მაგრამ შვებულებაც მექნება და ზღვისპირეთში ვაპირებ შვილთან ერთად წასვლას. სამსახურებრივი საქმიანობის გამოც ხშირად მიწევდა ქალაქიდან გასვლა, ახლა კი ორი კვირით ვესტუმრები ბათუმს.

შეცვლილი დღის განრიგი

...სამსახურში 11-ის ნახევარზე უნდა გამოვცხადდე, მაგრამ ცოტას ვაგვიანებ ხოლმე, იციან, რომ ასეთი მკაცრი გრაფიკით არასდროს მიმუშავია და დაგვიანების გამო არაფერს მეუბნე-ბიან. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ წესით, 11-ის ნახევრიდან 7 საათამდე ოფისში უნდა ვიყო, თუ დღის განმავლობაში რაღაც აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, გასვლის საშუალებასაც მაძლევენ... დილას 9 საათზე ვიღვიძებ, სამაგიეროდ ადრე ვიძინებ, 12 საათზე ვითიშები, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ (იცინის), თუმცა ბათუმში საქმიანი ვიზიტით რომ ვიყავი, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, ღამის 4 საათზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ვწყვეტდი, მეცინებოდა კიდეც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება