რას განიცდის და რატომ კანკალებს ვასო ბახტაძე

რას განიცდის და რატომ კანკალებს ვასო ბახტაძე

მსახიობი ვასო ბახტაძე არც ერთი თეატრის შტატში არ ირიცხება, თუმცა მე ის რამდენიმე სპექტაკლში მყავს ნანახი და მისი შესრულებული როლები ყოველთვის მომწონდა. მსახიობს ზოოპარკში შევხვდი. ის და მისი მეუღლე თამუნა ლიპირიდი ცოლის ძმისშვილს ასეირნებდნენ. სანამ თამუნა პატარას ატრაქციონებზე ართობდა, მსახიობთან ინტერვიუ ჩავწერე.

-  მსახიობის პროფესია ბავშვობიდან მომწონდა. 15 წლით უფროსი ძმა მყავს. ფიზკულტურის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული -  ჭადრაკის განხრით. მას ყოველთვის სურდა, რომ ამ პროფესიას გავყოლოდი. სულ მეუბნებოდა, რომ კარგი მსახიობი გამოვიდოდი და ჩემზე მის სიტყვებს დიდი ზეგავლენა ჰქონდა.

- ალბათ, თქვენში რაღაც მონაცემებს ხედავდა...

- ალბათ. ყოველთვის ბუთხუზა ბავშვი ვიყავი და სულ ყურადღების ცენტრში ვექცეოდი. სხვათა შორის, ჯერ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, დავამთავრე და შემდეგ თეა-ტრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჯერ კოტე სურმავას ჯგუფში მოვხვდი, შემდეგ ჩვენ დათო დოიაშვილმა აგვიყვანა.

- მისაღებზე რა ეტიუდების შესრულებამ მოგიწიათ, თუ გახსოვთ?

- რა თქმა უნდა. ჯერ საფრთხობელა განვასახიერე, რომელსაც თხა უყვარდა, ხოლო შემდეგ ჩაიდანი, რომელშიც წყალი დუღდება, გადადუღდება და ბოლოს სკდება.

- ჯგუფში ვინ გყავდათ, ვინც დღესაც დარჩა თქვენს პროფესიაში...

- რამდენიმეს დაგისახელებთ: გოგა ჩხეიძე, მარიო ჩიმაროს რომ ახმოვანებს. ჩვენ ერთად ვითამაშეთ ''ცხელ ძაღლშიც'' . ჩვენს ჯგუფში იყო დათო ბეშიტაიშვილი, რომელიც ''ჩემი ცოლის დაქალებში'' თამაშობს. ასევე ლელა მეტრეველი, რომელმაც ახლახან ფილმში ''გაიღიმე'' ითამაშა.

- არც ერთი თეატრის შტატში არ ხართ, სპექტაკლებში სათამაშოდ გიწვევენ ხოლმე...

- სამწუხაროდ, ასეა. ყოველთვის მიწვევენ ხოლმე.

- თქვენი აზრით, ასე რატომ ხდება?

- არ ვიცი, ვერ ვისწავლე და არ ვიცი რა გზით უნდა მოვხვდე თეატრში. ვინც მიცნობს და ვისაც სცენაზე ვუნახავვარ, ალბათ ისინი მიწვევენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება