კანადელ სტომატოლოგს ჯონ ლენონის კლონირება სურს

კანადელ სტომატოლოგს ჯონ ლენონის კლონირება სურს

კანადელი სტომატოლოგი მაიკლ ზაკი ჯონ ლენონის კლონის შექმნას აპირებს. ამ მიზნით მან ჯერ კიდევ 2011 წელს აუქციონზე 32 000 დოლარად მომღერლის კბილი შეიძინა.

სტომატოლოგი აცხადებს, რომ თუკი მეცნიერებმა ცხვრის კლონირება შეძლეს და სამომავლოდ გეგმავენ იგივე დინოზავრებთან და მამონტებთან მიმართებაში გააკეთონ, ჯონ ლენონი პირველი უნდა იყოს ადამიანებს შორის, ვისი კლონირებაც მოხდება.

მამაკაცი დროს ტყუილად არ კარგავს - მან აუცილებელი გენეტიკური მასალის მისაღებად სპეციალისტებს  კბილი უკვე გადასცა. როგორც მაიკლ ზაკი აცხადებს, ფინანსური დანახარჯი, რომლის გაღებაც მას მოუწევს, იქნება ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია მის ცხოვრებაში.  

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება