როგორ გამოიყურება კიმ კარდაშიანის შვილი

როგორ გამოიყურება კიმ კარდაშიანის შვილი

ვარსკვლავური წყვილის, კიმ კარდაშიანისა და კენი უესტის ქალიშვილის, ნორთ უესტის პირველი ფოტოსურათი გავრცელდა.

პატარა 15 ივნისს გაჩნდა და მას შემდეგ პაპარაცები და გავლენიანი ჟურნალის რედაქტორები უშედეგოდ ცდილობენ კარდაშიანის გადაბირებას და ბავშვისთვის ექსკლუზიური ფოტოსესიის მოწყობას. ფოტოსურათი კარდაშიანის საყვარელმა, კიმის დედის, კრის ჯენერის თოქ-შოუში გამოაქვეყნა და ის პირდაპირ ეთერში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ცნობილია, რომ ვარსკვლავი ქალიშვილს თავად არ უვლის. კიმი შავ საქმეს ძიძას "ანდობს", მას ყველაზე მეტად შვილისთვის ჭუჭყიანი საფენების გამოცვლა სძულს. კარდაშიანისთვის მნიშვნელოვანია ღამე კარგად გამოიძინოს, შესაბამისად, ჩვილის ტირილით ძილი რომ არ დაუფრთხეს, ძიძა ღამეებს ათენებს და პატარას უვლის. როგორც ყვითელი პრესა წერს, კიმი კოლეგებთან შედარებით ძიძას ყველაზე მეტ ფულს უხდის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება