ევა ლონგორია კვლავ მარტოა

ევა ლონგორია კვლავ მარტოა

ჰოლივუდის ვარსკვლავი, 38 წლის ევა ლონგორია კვლავ მარტოა.

მსახიობი საყვარელს, ერნესტო არგუელოს 4-თვიანი რომანის შემდეგ დაშორდა. მართალია, გოგონების დიდი ნაწილი შეყვარებულთან დაშორების შემდეგ დეპრესიაში ვარდება, მაგრამ ეს პრობლემა ევას არ ეხება. ვარსკვლავი მშობლიურ ტეხასის შტატში ჩავიდა და საკუთარ გარეგნობაზე ჩვეულზე დიდი მონდომებით ზრუნავს.

ამ დღეებში პაპარაცებმა პოპულარული ტელესერიალის "სასოწარკვეთილი დიასახლისების" მსახიობს ფოტო მაშინ გადაუღეს, როდესაც ლონგორია მეგობართან ერთად პარკში დარბოდა. როგორც ფოტოდან ჩანს, ევას ტანი შესანიშნავ ფორმაშია და ადრინდელივით ტონუსშია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება