სალომე ქათამაძემ "ტენორებისა და ბარიტონების დუელებში" მიიღო მონაწილეობა

სალომე ქათამაძემ "ტენორებისა და ბარიტონების დუელებში" მიიღო მონაწილეობა

ბათუმის ხელოვნების ცენტრში საოპერო ფესტივალი - "ტენორებისა და ბარიტონების დუელები" გაიმართა.

ფესტივალში ქართველი და უცხოელი ოპერის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. მათ შორის პლასიდო დომინგო და ცნობილი ბარიტონი ალეხანდრო ოლმედო. ბუმბერაზი შემსრულებლების გვერდით კომპოზიცია ქართველმა მომღერალმა სალომე ქათამაძემაც შეასრულა. ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი საერთაშორისო ფონდ "მსოფლიო ტალანტების" ეგიდით ჩატარდა.

საქველმოქმედო პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 10 წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება. შემოსული თანხა ამჯერად ქართველი ხელოვანების მხარდაჭერას მოხმარდება. ვარსკვლავურ დუელებს აკომპანირება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა გაუწია.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება