ვიეტნამში აშშ-ის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, 40 წლის შემდეგაც ბავშვები ფიზიკური ნაკლით იბადებიან

ვიეტნამში აშშ-ის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, 40 წლის შემდეგაც ბავშვები ფიზიკური ნაკლით იბადებიან

ვიეტნამში 1961-1971 წლებში ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, დღესაც კი ბავშვები ფიზიკური ნაკლითა და ფსიქოლოგიური პრობლემებით იბადებიან.

ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი ბრაიან დრისკოლი ვიეტნამში გაემგზავრა და ფოტოები გადაიღო. მართალია, მას შემდეგ 40 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ რეგიონში მსხვერპლთა მესამე თაობაშიც კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებია. ამასთან, ფოტოგრაფის ბიძა ვიეტნამის ომის ვეტერანია.

ფოტოგრაფმა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში და რამდენიმე სოფელში იმოგზაურა. ფოტოგრაფის თქმით, რეგიონში საშინელი სურათი დახვდა და არასდროს დაავიწყდება 11 წლის ბიჭუნა, რომელიც ყრუ-მუნჯი და უსინათლო იყო.

ვიეტნამის წითელი ჯვრის ოფიციალური მონაცემებით, Agent Orange-მა 1 მილიონი ადამიანი დააავადა, 150 000 ბავშვი კი სხვადასხვა ავადმყოფობითა და ნაკლით დაიბადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა