ნაომი კემპბელი და ედრიან ბროუდი ერთად ისვენებენ

ნაომი კემპბელი და ედრიან ბროუდი ერთად ისვენებენ

ჰოლივუდის მსახიობი ედრიან ბროუდი და სუპერმოდელი ნაომი კემპბელი იბიცაში ერთად ისვენებენ.

პაპარაცებმა მათ ფოტოები დიზაინერ რობერტო კავალის იახტაზე გადაუღეს. როგორც წესი, იბიცაში დამსვენებლები ბევრს ჭამენ, ალკოჰოლს დიდი დოზით იღებენ, მთელი ღამე ცეკვავენ და მზეზე ირუჯებიან, მაგრამ ნაომი და ედრიანი შვებულებაშიც კი საკუთარ ტანადობაზე ზრუნავენ. ფოტოგრაფებმა წყვილს ფოტოები მაშინ გადაუღეს, როდესაც ისინი იოგაში ვარჯიშობდნენ. როგორც კადრებიდან ჩანს, ნაომი კვლავაც შესანიშნავ ფორმაშია.

სუპერმოდელი საყვარელს, ვლადისლავ დორონინს ივნისში დაშორდა. თუმცა, კემპბელი უიღბლო რომანს დეპრესიაში არ ჩაუგდია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება