ბრიტანული ფლოტი სირიაზე იერიშის მისატანად ემზადება

ბრიტანული ფლოტი სირიაზე იერიშის მისატანად ემზადება

ბრიტანულმა საზღვაო-სამხედრო ფლოტმა აშშ-სთან ერთად სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ The Telegraph წერს. ქვეყნებმა სამხედრო ოპერაციისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყეს, რაც სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

როგორც გამოცემა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს შეუერთდეს აშშ-ს და უახლოეს დღეებში სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს. ამჟამად მიმდინარეობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონისა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკებები. გამოცემა წერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების შემთხვევაში, სირიაში სამხედრო ოპერაცია უკვე მომდევნო კვირაში დაიწყება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის თქმით, აშშ-მა  და მისმა მოკავშირეებმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს უნდა აჩვენონ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ვერ იქნება გულგრილი სირიის მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

დამასკოში ქიმიური იარაღი 21 აგვისტოს გამოიყენეს. სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, დაიღუპა 1600-ზე მეტი ადამიანი. ჰუმანიტარული ორგანიზაცია ”ექიმები საზღვრების გარეშე” კი 355 დაღუპულს ასახელებს.

სირიის ოპოზიციამ ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა, თუმცა ოფიციალური დამასკო ამ ფაქტს უარყოფს და პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე