ამერიკამ სირიის ნაპირებისკენ სამხედრო ფლოტი გაგზავნა

ამერიკამ სირიის ნაპირებისკენ სამხედრო ფლოტი გაგზავნა

ამერიკამ ხმელთაშუა ზღვაში დამატებითი საზღვაო ძალები გაგზავნა. სირიის ნაპირებისკენ ორ-ორი კრეისერი საესკადრო ნაღმოსნის თანხლებით, ავიამზიდი "ჰარი თრუმენი" გაემართა. კიდევ ერთი ამერიკული საზღვაო შენაერთი, ავიამზიდ "ნიმიცის" თაოსნობით, უკვე რეგიონში იმყოფება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის განმარტებით, პრეზიდენტმა ობამამ უწყებას მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტის გათვალისწინება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება დაავალა. მინისტრის თქმით, ამჟამად ვითარებას აფასებენ და დაზვერვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას აანალიზებენ.

სირიაში ვითარება 21 აგვისტოს დაიძაბა, როდესაც მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა დამასკოს შემოგარენში სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციური ძალების მტკიცებით, დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აღწევს. საერთაშრისო ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" კი სრულიად განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს - 350 ადამიანი.

ამ აფქტზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ბაშარ ასადის რეჟიმი ყველაფერს მეამბოხეებს აბრალებს. ისინი კი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბრალს მთავრობას სდებენ. არსებობს აზრი, რომ დამასკოს შემოგარენში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს აშშ და მისი მოკავშირეები რეგიონში სამხედრო ოპერაციის ჩატარების საბაბად გამოიყენებენ.

სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, სავარაუდოთ ამერიკულ ფლოტს მხარდაჭერას ბრიტანეთი გაუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Telegraph ავრცელებს. სირიაში მიმდინარე მოვლენების გამწვავებასთან დაკავშრებით პრემიერმა დევიდ კემერონმა საკუთარი შვებულება შეწყვიტა და აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელებთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა.

სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, აშშ და მისი მოკავშირეები სავარაუდოდ, პირველ რიგში სირიის სანაპირო ბლოკადას განახორციელებენ. ჩრდილოეთის მხრიდან სახმელეთო საზღვრის კონტროლს საკუთარ თავზე თურქეთი აიღებს, რომელიც სირიაზე უკვე დიდი ხანია "კბილებს ილესავს". შემდეგ კი ოპერაცია ფრთოსანი რაკეტებისა და საგემბანო ავიაციის მიერ წერტილოვანი იერიშების გზით განხორციელდება.

მსგავსი სცენარით სამხედრო ოპერაცია ლიბიაში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელდა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სირიის შემთხვევაში ამერიკას და მის მოკავშირეებს საქმე გაცილებით უფრო კარგად შეირაღებულ მოწინააღმდეგესთან ექნებათ. ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთისგან შეძენილი "ბასტიონის" ტიპის სანაპირო დაცვის კომპლექსები წარმოადგენენ. მის ზებგერით ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს სამიზნის განადგურება 120-300 კმ-ის ფარგლებში შეუძლიათ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ warfiles.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა