მაილი საირუსი სცენაზე გაშიშვლდა

მაილი საირუსი სცენაზე გაშიშვლდა

MTV Video Music Awards-ის ცერემონია ახალგაზრდა მომღერალმა და მსახიობმა, 20 წლის მაილი საირუსმა ნამდვილ ეროტიკულ შოუდ აქცია.

საირუსი სცენაზე ზედმეტად თამამი კოსტუმით გამოვიდა. მისი სიმღერისთვის "ვერ ვჩერდებით" ყურადღება არავის მიუქცევია, რადგან მაილი ვულგარულად ცეკვავდა.

შოუს ბოლოს მაილი სცენაზე თითქმის შიშველი იდგა - კოსტუმი გაიხადა და ბუსჰალტერისა და საცვლის ამარა დარჩა. ვარსკვლავმა კიდევ ერთი სიმღერა "ბუნდოვანი ხაზები" რობინ თიკთან ერთად შეასრულა.

ცერემონიას ჰოლივუდის მსახიობი უილ სმიტი ოჯახთან ერთად ესწრებოდა. კამერამ უილისა და მისი შვილების გაოცებული გამომეტყველება გადაიღო.

ვიდეოში მომღერალი რიანაც ჩანს, რომელიც მაილის ცეკვას ასევე უკმაყოფილო უყურებს. როგორც ჰოლივუდის კულუარებში ამბობენ, საირუსის პერფორმანსით ბევრი ცნობილი ვარსკვლავია უკმაყოფილო.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება