''ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა''

''ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა''

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოკონცერტს გეგმავს. შემოდგომის მიწურულს ეკა ახალ პროგრამას შესთავაზებს თავის მსმენელს და თაყვანისმცემელს. მანამდე ჩვენ მას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ და კიდევ ერთხელ გავახსენეთ ტკივილიანი და ღიმილიანი წარსული.

- ეკა, მოდი უდარდელი წლებიდან დავიწყოთ, იმ გამოცდილებიდან, რომელიც ოჯახისგან მიიღე...

- უდარდელი წლები არასდროს მქონია. არც დარდიანი მქონდა, მაგრამ უდარდელიც არ ითქმის. გამუდმებით ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვფიქრობდი ჩემს მომავალ პროფესიაზე. გამომქონდა დასკვნები, მერე უფროსებს ვეკითხებოდი აზრს. ძირითადად უფროსი მეგობრები მყავდა. ყველაზე დიდი მეგობარი ჩემთვის მამაჩემი ფირანი იყო. დედა დიასახლისი გახლდათ. მისი მოვალეობა ჩემთვის რჩევების მოცემა იყო, რომ უნდა მემეცადინა, მეკითხა, არ დამგვიანებოდა სადმე. სამზარეულოში არ მიშვებდა, იმიტომ, რომ პიანისტი ვიყავი. მამაჩემთან გატარებული ყოველი წუთი ძალიან თბილად მახსენდება. საოცარი ბებია მყავდა, მამაჩემის დედა, მარო თარხნიშვილის ქალიშვილი, თამარი. ქალი, რომელიც არ დაბერდა. მასთანაც ვმეგობრობდი. დიდთან დიდი იყო, პატარასთან - პატარა... მამას შვილებთან ასეთი მიდგომა ჰქონდა. მოგცემდა რჩევას, გაჩვენებდა გზას და გენდობოდა. ძალიან თავისუფალი ბავშვი ვიყავი. არაფერში მზღუდავდნენ, რამაც დიდი პასუხისმგებლობა გამომიმუშავა. თვითცენზურა ჩამერთო. არასდროს გავაკეთებდი იმას, რაც მამას არ მოეწონებოდა. მამა არ ყოფილა მდიდარი ბიზნესმენი, არც სასახლეებში გვიცხოვრია. პროფესიით ინჟინერი იყო. წლების განმავლობაში უამრავ ადგილას მუშაობდა. ფანტასტიკური ადამიანი გახლდათ. მახსოვს, რომ გარდაიცვალა, ზაფხული იყო. მის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა, აგარაკებიდან ჩამოვიდნენ მისი მეგობრები, ახლობლები, უბრალო ნაცნობები. 11 წელია მამა აღარ არის და დღესაც ძალიან მაკლია. არსად მინახავს ამდენი ადამიანი კოცნით გამომშვიდობებოდა მიცვალებულს. ყველას ძალიან უყვარდა. მამაჩემი გიჟდებოდა დუდუკებზე. ნამდვილი ქალაქელი კაცი იყო. წლების წინ ჰქონდა ნათქვამი, როცა მოვკვდები, სანამ მიწაში ჩამიშვებენ, ''დილის საარი'' დამიკარითო და ეს სურვილიც ავუსრულეთ. თვითონ ქსოვრელებიც კი ტიროდნენ, მამაჩემი მათთან მეგობრობდა. მისი სხვა მეგობრებიც არაჩვეულებრივად მღეროდნენ და თვითონაც.

- ალბათ ტრადიციული ქართული სუფრები იშლებოდა თქვენს ოჯახში. ვისი სტუმრობა გიხაროდა ყველაზე მეტად?

- კი, ჩვენს ოჯახში სულ სუფრა იყო გაშლილი. მამას ყველა მეგობარი ძალიან კარგი და მხიარული ადამიანი იყო და ყველა მათგანის სტუმრობა მიხაროდა. ხშირად შუაღამისას მოსულა 3-4 ძმაკაცი გიტარით და ჩქარი ტაშით. ისეთი ჟრიამული იყო ჩვენთან, მეზობლები გვიბრახუნებდნენ ხოლმე, დაგვაძინეთო. ჩემს მეგობრებსაც უყვარდათ მამაჩემთან ქეიფი. ძალიან თავისუფლები და ლაღები ვიყავით, ერთმანეთი გვიყვარდა. თბილისი ყოველთვის მარიაჟი ქალაქი იყო, სამაგალითო პოსტკომუნისტურ სივრცეში ჩაცმა-დახურვით, დროსტარებით, ფულის კეთებით, სილამაზით.

- დედა - დიასახლისი, მამა - ინჟინერი, მამის ხელფასზე ცხოვრობდით ალბათ, იყო გაჭირვების პერიოდები?

- როგორ არ იყო. მაგრამ მე ამას ნაკლებად ვგრძნობდი. მამის ნებიერა ვიყავი. თან მომთხოვნიც არ ვიყავი, ნუკაც მე მგავს ამ საკითხში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება