რატომ ეძახდნენ ამერიკაში რეპერ მასტერს ''თეთრ შოკოლადს''

რატომ ეძახდნენ ამერიკაში რეპერ მასტერს ''თეთრ შოკოლადს''

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი, ორი წელიწადი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც თბილისში დაბრუნდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მოასწრო მოგზაურობა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულმა ჩვენც გაგვიზიარა სხვადასხვა ქვეყნის შესახებ არაერთი საინტერესო დეტალი.

- პირველად ქვეყნის საზღვრები 14 წლისამ გადავკვეთე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრე სასწავლებლად. არკანზასის შტატში გახლდით. ამერიკელების ოჯახში ვცხოვრობდი და სახელმწიფო სკოლაში დავდიოდი, აკლიმატიზაცია ძალიან მალე გავიარე და ხალხიც საკმაოდ კომუნიკაბელური გამოდგა. ამერიკაში ჩასული უამრავ კულტურას ვეზიარე, რადგან ამავე პროგრამით სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, გერმანიიდან, ბრაზილიიდან, უკრაინიდან იყვნენ ჩამოსული და მათთან ურთიერთობაც მიწევდა, ხშირად დავდიოდით ერთად ექსკურსიებზე. სადაც ფეხბურთს ვთამაშობდი, იქ ბრაზილიე-ლები და მექსიკელებიც იყვნენ.

იყო ბევრი დეტალი - თავიდან ოჯახში რომ მეკითხებოდნენ, არ გშიაო, ქართულად ვმორცხვობდი და არ ვეუბნებოდი, კი-მეთქი, შესაბამისად, ერთი კვირა დიეტაზე ვიყავი (იცინის). საბოლოოდ მივეჩვიე პირველივე კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემას. პრინციპში ძალიან დადებით გარემოში მომიწია ყოფნამ. აფასებდნენ იმას, რომ მათი კულტურისა და ენის სასწავლად ვიყავი ჩასული. ეს ჩემთვის კულტურული შოკი იყო, თანაც, გარემო საქართველოში 2002-03 წლებში გახსოვთ, როგორი იყო. ბიჭები ისევ ქუჩაში იდგნენ. ამერიკაში კი გოგო-ბიჭები ძალიან თავისუფლად იქცეოდნენ.

ამერიკაში ყოფნის დროსაც ვიმოგზაურე ქვეყნის შიგნით, კოლორადოში გახლდით, ვაშინგტონში, სადაც ერთი კვირით ვიყავი, თეთრი სახლიც მოვინახულეთ და ბუშის გამოსვლასაც დავესწარით.

ამერიკამ ბევრი რამ მასწავლა, იქ ვეზიარე აფროკულტურას და შემიყვარდა. იქ გადავწყვიტე რეპერობა. ბუნებრივად მოხდა, რომ შავკანიანებთან უფრო ვმეგობრობდი, მაგრამ ეს მუსიკის სიყვარულით არ იყო განპირობებული. რატომღაც ისინი უფრო ჯიგრულად და ძმაკაცურად მიდგებოდნენ. იქაური თეთრები კი თითქოს თეთრად არ აღმიქვამდნენ, ალბათ, ჩემი წარმომავლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში რასიზმის პრობლემა უკვე მინიმუმამდეა დასული. მეძახდნენ ''თეთრ შოკოლადს”. იქ ყველას ასე ეძახიან, ვისაც უყვარს შავკანიანებთან მეგობრობა და მათი მუსიკა.

ამ ორი წლის შემდეგ სხვა ადამიანად ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ ქართული ტრადიციები მაინც შევინარჩუნე.

- რომ ჩამოხვედი, აქაურ სიტუაციასთან ადაპტირება გაგიჭირდა?

- ძალიან. არასდროს არ ვყოფილვარ კარგი მოსწავლე, როცა საქართველოში ვსწავლობდი. უნივერსიტეტს არ ვგულისხმობ. ახლახან დავამთავრე მაგისტრატურა ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით და შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვსწავლობდი, მაგრამ სკოლის პერიოდში ნაკლებად. თუ არ ჩავთვლით ამერიკაში ყოფნის პერიოდს, სადაც მართლაც კარგი მოსწავლე ვიყავი. ყველამ იცის, რომ თუკი იქ არ ისწავლი, ნიშანს არავითარ შემთხვევაში არ დაგიწერენ. იქ სკოლა არასდროს გამიცდენია, მაქსიმუმ ორი დღე მქონოდა გაცდენილი, რაც ჩემთვის რეკორდი იყო. განათლების სისტემაც კარგად იყო მოწყობილი. შეიძლება, უფრო ცოტას სწავლობენ, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ უკეთესი მეთოდებით. საქართველოში რომ დავბრუნდი, ერთი წელი დამრჩა დასამთავრებელი ქართულ სკოლაში. თავიდან წიგნებით სიარული დავიწყე, მერე კი დავინახე, რომ არავინ დადიოდა ასე და არავინ არ ესწრებოდა გაკვეთილებს, მე კი გამორჩეულად ყოფნა არ მიყვარს (იღიმის). თბილისში რომ დავბრუნდი და სახლში ინტერნეტი არ დამხვდა, გავგიჟდი. მერე შევეჩვიე, რა თქმა უნდა. ამერიკაში სკოლის საფეხბურთო გუნდში რომ ვთამაშობდი, სკოლის გაზეთში იწერებოდა ჩვენზე, პოპულარული ხდებოდი იმ სიტუაციაში და საქართველოში დაბრუნებულს სამი თვის შემდეგ დეპრესია დამეწყო, თუმცა მალევე მოვერიე თავს და აქაც ჩემი პატარა ამერიკა შევიქმენი (იცინის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება