ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და ლინდა ევანჯელისტა კარიერის პირველ ნაბიჯებს იხსენებენ

ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და ლინდა ევანჯელისტა კარიერის პირველ ნაბიჯებს იხსენებენ

სუპერმოდელები ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი და ლინდა ევანჯელისტა მსოფლიომ 90-იან წლებში გაიცნო და მას შემდეგ სამოდელო ბიზნესის დიდების მწვერვალს არ ტოვებენ. ჟურნალმა Interview Magazine-მ მათთან ინტერვიუ ჩაწერა. ვარსკვლავები სამოდელო ბიზნესში გატარებულ წლებსა და კარიერის პირველ ეტაპებს იხსენებენ.

ყველაზე ექცენტრული სუპერმოდელი, 43 წლის ნაომი კემპბელი კარიერის მანძილზე მსოფლიოს სრულყოფილი ტანითა და ყოველდღიური სკანდალებით აოცებს. მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია, ხოლო პარამეტრები: 86-61-86. "შავ ავაზას" მოდის სფეროში დასაქმებული ნებისმიერი ახალგაზრდა მოდელი დღემდე უფრთხის. ფოტოგრაფები ხშირად ამბობენ, რომ ნაომის მსგავსი სრულყოფილი პროპორციების მქონე გოგონა საუკუნეში მხოლოდ 1 იბადება.

"როდესაც მოდელობა დავიწყე, კასტინგის რეჟისორები და სტილისტები არ არსებობდნენ. ეს ყველაფერი დიზაინერის საქმე იყო. დიზაინერებთან ძალიან ახლოს ვიყავით. დღეს ეს კავშირი ახალგაზრდა მოდელებსა და დიზაინერებს შორის არ არსებობს. გოგონები კოსტუმებს ირგებენ და ზოგჯერ ჩვენებაზე ეცნობიან ადამიანს, რომლის შექმნილი სამოსიც საზოგადოებას უნდა შესთავაზონ. ჩემს წარმატებას დედას, მეგობარ იმანსა და ჩემი ცხოვრების ყველაზე ღირსეულ მამაკაცს ჯანი ვერსაჩეს ვუმადლი. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო, ყოველი წლის 15 ივლისს, ჯანის გარდაცვალების დღეს ეკლესიაში მივდივარ და სანთელს ვანთებ", - განაცხადა ვარსკვლავმა.

39 წლის კეიტ მოსის თქმით, მისი სიმაღლის გამო კულისებში არავინ იჯერებდა, რომ მოდელია. კეიტის სიმაღლე 170 სანტიმეტრია; პარამეტრები - 86-66-90.

"ჯონ გალიანოს შოუში, პარიზში მოდის კვირეულზე გასვლა მინდოდა. გოგონები შეარჩიეს. ვიზაჟისტმა, სტეფან მარაისმა მკითხა, რას ვაკეთებდი ოთახში. დილის 10 საათიდან სკამზე ვიჯექი და ყურადღება არავინ მომაქცია. ორგანიზატორებს ჩემი პროექტში ჩართვა არ სურდათ", - იხსენებს კეიტი.

48 წლის ლინდა ევანჯელისტა, რომლის სიმაღლე 175 სანტიმეტრია, ხოლო პარამეტრები: 86-61-89,  აცხადებს, რომ ფოტოსესიაზე 16 წლის ასაკში სრულიად გაშიშვლება მოსთხოვეს.

"გოგონები ფიქრობენ, მოდელობა მხოლოდ ფოტოსესიები, მოდის კვირეულები და ინტერვიუებია. დამიჯერეთ, ამ ბიზნესში რკინის ნერვებია საჭირო. 16 წლის ასაკში იაპონურმა სამოდელო სააგენტომ ამირჩია. საშინელება იყო - ფოტოსესიაზე სრულიად გაშიშვლება და თამამად პოზირება მომთხოვეს. მახსოვს, კანადის საელჩო ჩაერია და სამშობლოში დამაბრუნა. გულახდილად გეტყვით, თავიდან ვფიქრობდი, რომ მოდელად ფულის გამო ვმუშაობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წარმატებული სუპერმოდელი გავხდებოდი და "ვერსაჩე" და "ვოგი" როდესმე ჩემი გადაბირების გამო ომს გააჩაღებდნენ", - ამბობს ლინდა.

მომზადებულია Interview Magazine-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება