სირია ისრაელზე თავდასხმით იმუქრება

სირია ისრაელზე თავდასხმით იმუქრება

დასავლური ქვეყნების მიერ სირიაზე შესაძლო თავდასხმის ფონზე, ბაშარ ასადის ხელისუფლება ისრაელზე საპასუხო დარტყმისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაცია სირიის ინფორმაციის მინისტრმა ჰალაფ ალ-მაფტანჰმა გაავრცელა.

მინისტრის მტკიცებით, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან სირიის სუვერენიტეტის შელახვისა და პრეზიდენტ ასადის რეჟიმის დამხობის მცირე მცდელობის შემთხვევაშიც კი კოალიცია, რომელშიც სირიასთან ერთად ლიბანი, ირანი და ერაყი არიან გაერთიანებული, ისრაელზე მასიურ საპასუხო დარტყმას განახორციელებენ.

"ჩვენი სახელმწიფო მოვნელების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფება და ყველა ქმედებას ადეკვატურ პასუხს გასცემს", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

ბოლო დღეების განმავლობაში სირიის გარშემო ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. ძალების რაოდენობის გასაზრდელად, ამერიკამ რეგიონში ავიამზიდი და ოთხი თანმხლები საბრძოლო ხომალდი გაგზავნა. ასადის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გამორიცხავს. რეგიონში სამხედრო ფლოტის გაგზავნის მზადყოფნა გაერთიანებულმა სამეფომ 26 აგვისტოს გამოთქვა.

ამჟამად სირიაში გაეროს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც დამასკოს შემოგარენში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი უნდა შეისწავლოს. სავარაუდოდ, მოქმედებების აქტიურ ფაზაში გადასვლამდე აშშ სპეციალისტთა ოფიციალურ დასკვნას და გაეროს შესაბამის რეზოლუციას დაელოდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ warfiles.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე