მადონა ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს

მადონა ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს

გამოცემა Forbes-ის ვერსიით, მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია. ბოლო წლის მანძილზე მომღერალის შემოსავალმა 125 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი ფული მომღერალს ბოლო ალბომ MDNA-ს მხარდამჭერმა კონცერტებმა მოუტანა. ამასთან, თავად დისკი ჟურნალმა ყველაზე წარმატებულად ჩათვალა. გარდა ამისა, მადონა ფულს ტანსაცმლის საკუთარი ხაზის წარმოებითა და სხვადასხვა კომპანიებში აქციების ფლობის ხარჯზეც შოულობს.

რეიტინგში მეორე ადგილი რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა 100 მლნ დოლარით დაიკავა. Forbes-ის ინფორმაციით, რეჟისორისთვის შემოსავალი მისი ძველი სურათების საავტორო გადასახადებს მოაქვს.

მესამე ადგილი 95 მლნ დოლარით ტელეწამყვანმა საიმონ კოუელმა, ეროტიული რომანის " ნაცრისფერის 50 ჩრდილის" ავტორმა ე.ლ.ჯეიმსმა და ტელე და რადიოწამყვანმა ჰოვარდ სტერნმა გაინაწილეს. შემდეგ რეიტინგში მწერალი ჯეიმს პატერსონი (91 მლნ), ჟურნალისტი გლენ ბეკი (90 მლნ) და რეჟისორი მაიკლ ბეი (82 მლნ) მოდიან.

Forbes-ის შარშანდელ რეიტინგს ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ლიდერობდა. 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე მან 165 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ამჯერად, ჟურნალმა მისი შემოსავალი 77 მლნ დოლარად შეაფასა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება