''ჩემი საყვარელი ადგილი დივანია ჩემს სახლში''

''ჩემი საყვარელი ადგილი დივანია ჩემს სახლში''

ცნობილი მსახიობი, ფილმ ''ბორნის'' ვარსკვლავი, სცენარისტი და პროდიუსერი მეთ დეიმონი ბოლოს გამოჩნდა ფანტასტიკურ ტრილერში ''ელიზეუმი: სამოთხე არა დედამიწაზე'' . მსახიობს წარმატებული ეტაპი აქვს - ცოლ-შვილთან თავს ბედნიერად გრძნობს, კვლავ მოთხოვნადი მსახიობია და მისი და ბენ აფლეკის ერთობლივი საპროდიუსერო კომპანიაც წარმატებულად საქმიანობს.

''კარგ სამუშაოზე დღემდე მიჭირს უარის თქმა''

- ''ელიზეუმში'' არა მხოლოდ შთამბეჭდავი ექშენია, არამედ ღრმა ფილოსოფიაც...

- პირველ რიგში, ეს მსუბუქი, გასართობი სანახაობაა. რაც შეეხება იდეურ დატვირთვას, რეჟისორ ნილ ბლომკამპს მოსწონს ჩხუბები და სამეცნიერო ფანტასტიკა, სიამოვნებით ფუთავს სათავგადასავლო კინოს ჟანრულ გარსში ყველაზე რთულ აზრებსაც კი. ახალი ფილმი ანტიუტოპიაა, თამამი ფანტაზია თემაზე ''როგორი იქნება ჩვენი სამყარო ასი წლის შემდეგ, თუ უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფრო გაიზრდება?''

- თქვენ მდიდრულ სამყაროში გაიზარდეთ...

- ამერიკის მდიდარ კვარტლებში გავიზარდე, კომფორტულ გარემოში, თუმცა ამის გამო დიდად არ გავყოყოჩებულვარ. ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, საშუალო კლასის ამერიკული ოჯახიდან. თუმცა სოციალური თვალსაზრისით დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობასთან შედარებით ძალიან შეძლებულ და უზრუნველყოფილ მემკვიდრედ ვჩანდი. ჩემი მომავალი ყველას ნათელი და უღრუბლო ეჩვენებოდა.

- მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ? ყველა ვერ ახერხებს ამ გზაზე წარმატების მიღწევას...

- ალბათ ასეთად დავიბადე. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი - სტაჟაინი პედაგოგი, ამბობდა, რომ მე მსახიობი გავხდებოდი. თან ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 2 წლის ვიყავი. თამაში სკოლის თეატრალურ სტუდიაში დავიწყე მოზარდობის დროს.

- ''ელიზეუმში'' მონაწილეობას მალე დათანხმდით. რამდენად ხშირად ისტუმრებთ რეჟისორებს უარით?

- კარგ სამუშაოზე დღემდე მიჭირს უარის თქმა, რადგან დიდხანს ვცდილობდი ღირებული როლის მოპოვებას და ვერ ვახერხებდი. ''ბორნის იდენტიფიკაციამდე'' მთელი წელიწადი სრუ-ლიად არაფერი არ შემოუთავაზებიათ.

- ''ბორნში'' მართლაც დაუვიწყარი ხართ. ამ გმირთან თუ გაქვთ რაიმე საერთო?

- ვერ ვიტყოდი... ჩემი გმირი სასტიკი და დაუნდობელი სისტემის ნაწილია. მისი ხასიათი ასე განვსაზღვრე - იმპერიალისტი, ქალთმოძულე და პარანოიკი. მე ასეთი ნაკლებად ვარ (იცინის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება