ლუიზიანა ლოპილატოს შვილი შეეძინა

ლუიზიანა ლოპილატოს შვილი შეეძინა

პოპულარული არგენტინული ტელესერიალის - "მეამბოხე სულები" ვარსკვლავი ლუიზიანა ლოპილატო დედა გახდა.

26 წლის ლუიზიანასა და მის მეუღლეს, 37 წლის მსახიობსა და მუსიკოსს მაიკლ ბუბლეის პირველი შვილი შეეძინათ. ლუიზიანამ კანადის ქალაქ ვანკუვერის საავადმყოფოში იმშობიარა. წყვილმა ვაჟს ნოე დაარქვა.

შეგახსენებთ, ტელესერიალი "მეამბოხე სულები" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში დიდი რეიტინგით სარგებლობდა. ლუიზიანა მია კალუჩის როლს ასრულებდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება