დასტინ ჰოფმანი - 32 წელი ბედნიერ ქორწინებაში

დასტინ ჰოფმანი - 32 წელი ბედნიერ ქორწინებაში

მსახიობი დასტინ ჰოფმანი 32 წელია ბედნიერ ქორწინებაშია. ჰოლივუდში მყარი ქორწინება იშვიათია, ამიტომ ვარსკვლავს ხშირად ეკითხებიან, რა არის მისი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო.

75 წლის დასტინსა და 58 წლის ლიზას 4 შვილი ჰყავთ. ვარსკვლავის თქმით, 32 წლის შემდეგ ერთმანეთი ისევე ძლიერად უყვართ, როგორც რომანის დასაწყისში. დასტინი ყველა წვეულებასა და მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ლიზასთან ერთად დადის. ფოტოგრაფები ამბობენ, რომ შემთხვევით გადაღებულ კადრებშიც კი ცოლ-ქმარი ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულნი არიან და ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით უმზერენ. პაპარაცები ცდილობენ, ჰოფმანი სხვა ქალთან გამოიჭირონ, მაგრამ უშედეგოდ.

ერთხელ სატელევიზიო ინტერვიუში, დასტინს ჰკითხეს, რომელ ჯილდოს აფასებთ ყველაზე მეტად - "ოსკარს", თუ "ოქროს გლობუსსო", დასტინმა კი გულახდილად უპასუხა, რომ ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარი ლიზაა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება